წმინდა ვალენტინის დღეს შეგიძლიათ რესტორანში დაპატიჟოთ შეყვარებული და იქ სამუდამო ერთგულება და სიყვარული შეჰფიცოთ. თუმცა შეგიძლიათ ამ დღეს სახლში დარჩეთ და უყუროთ მოცარტის ოპერას Così fan tutte – „ასე იქცევა ყველა ქალი“, რომელიც გვიმღერის, რომ სამუდამო სიყვარული და ერთგულება ილუზორულია.