Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაეროს ანგარიშში უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ ძალადობაზეა საუბარი

გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევების შემსწავლელმა კომისიამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე შეიქმნა, გამოაქვეყნა გაეროს გენერალური ასამბლეის კიდევ ერთი ანგარიში. მასში სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავად რუსეთში უკრაინელების მიმართ რუსი სამხედროებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ არის საუბარი.


ანგარიშის თანახმად, რეპორტიორებმა ყურადღება გაამახვილეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე. დეტალურად არის აღწერილი რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის მარტიდან ივლისამდე მოხდა ხერსონის რეგიონის რამდენიმე სოფელში, როდესაც ისინი რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ.


ძალადობის მსხვერპლი, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 16-დან 83 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ. ინციდენტების უმეტესობა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსი ჯარისკაცები დაზარალებულთა სახლებში შეიჭრნენ და იარაღით ან ნათესავების მოკვლის განზრახვით დაემუქრნენ. ორ შემთხვევაში, ეს იყო ჯგუფური გაუპატიურება. სექსუალური ძალადობა ხშირად თან ახლდა ძალადობისა და სისასტიკის სხვა ფორმებს, მათ შორის ცემასა და სიკვდილით მუქარას. ერთ შემთხვევაში, ქალი და მისი ქმარი, როგორც ამტკიცებენ, დახვრიტეს.




მსხვერპლთა შორის იყვნენ 16 წლის ორსული გოგონა და მოხუცი ქალები-ერთი 75 წლის იყო, მეორე 83-ის. ანგარიშში აღწერილია დაახლოებით 10 შემთხვევა, მაგრამ არ არის ცნობილი, რამდენი იყო საერთო ჯამში.


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გაუპატიურების შემთხვევები უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან დაფიქსირდა. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა რუსეთი ომის წარმოების საშუალება. სექსუალური ძალადობის გამოყენებაში დაადანაშაულე.



2023 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებდა რუსი სამხედროების მიერ ძალადობის 170-ზე მეტ შემთხვევას. ამავე დროს, აღინიშნა, რომ არაერთი აღმაშფოთებელი, კერძოდ, ბავშვების გაუპატიურების შემთხვევა, რომელზეც ადრე აპელირებდა უკრაინა, არ დადასტურდა; არაზუსტმა ცნობებმა გამოიწვია ლუდმილა დენისოვას გადადგომა ვერხოვა რადის ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტიდან.




რუსეთის ხელისუფლება უარყოფს რუსი სამხედროების მხრიდან ძალადობას. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ უკრაინაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამხედროების წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაწყებულიყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus