Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთმა შესაძლოა ახალგაზრდა ჰოკეისტებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს

რუსეთის სპორტის სამინისტრო გეგმავს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან ერთად შეიმუშაოს სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეზღუდავს ახალგაზრდა რუსი ჰოკეისტების საზღვარგარეთ გამგზავრებას. ამის შესახებ წერს РБК (როსბიზნესკონსალტინგი) სპორტის მინისტრ ოლეგ მატიცინის სიტყვებზე დაყრდნობით.


„შევხედავთ, როგორ შეიძლება დავიცვათ რუსული ჰოკეის, სპორტსმენების, მწვრთნელების და სპორტული სკოლების ინტერესები, რათა შევზღუდოთ ნიჭიერი სპორტსმენების გადინება“, - ამბობს რუსეთის სპორტის მინისტრი.


მატიცინმა ასევე დასძინა, რომ აუცილებელია „ადგილზე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ჰოკეის მოთამაშეებს თავიანთი ნიჭის რეალიზებისა და ფინანსური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობას მისცემთ“.


მინისტრს არ დაუკონკრეტებია, გავრცელდება თუ არა შეზღუდვები ჰოკეის მოთამაშეების საზღვარგარეთ გასვლაზე თუ ახალი რეგულაცია მხოლოდ უცხოურ კლუბებში ტრანსფერს შეეხება.


РБК-ის კორესპონდენტის შეკითხვა უკავშირდებოდა პუტინის ბოლო გამოსვლას პერმში სპორტულ ფორუმზე.


„უნდა გავარკვიოთ, რა ვუყოთ ჰოკეის ამ საქმოსნებს, რომლებიც ბავშვებს პირდაპირ სპორტული სკოლებიდან მიათრევენ საზღვარგარეთ. ცხადია, თავისუფალი ქვეყანა გვაქვს, გასაგებია, რომ ყველა ადამიანი აკეთებს თავის არჩევანს და ჩვენ არ უნდა შევუშალოთ ხელი, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ეს ბიზნესია“, - განაცხადა პუტინმა.


ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პეტერბურგში სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ქალაქის ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფ სპორტული სკოლების თანამშრომლებს აეკრძალათ საზღვარგარეთ გასვლა ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქალაქო კომიტეტის თანხმობის გარეშე.


პეტერბურგის ბიათლონის ფედერაციის ხელმძღვანელმა დმიტრი ვასილიევმა გამოცემა „ფონტანკას“ განუცხადა, რომ ასეთი აკრძალვა მინიმუმ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მოქმედებს.


„არამეგობრულ ქვეყნებში მოგზაურობა სრულიად აკრძალულია. და ეს სწორია. რა უნდა გავაკეთოთ არამეგობრულ ქვეყნებში? მანქანა რომ წაგვართვან და ციხეში ჩაგვსვან? ეს ხომ სისულელეა“, - დასძინა მან.


რუსეთი ევროკავშირის ყველა ქვეყანას, აშშ-ს, უკრაინას, კანადას, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, ავსტრალიას, სამხრეთ კორეასა და სხვებს „არამეგობრულ“ ქვეყნებად მიიჩნევს. საერთო ჯამში, 50-მდე სახელმწიფოა სიაში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ შექმნა.


მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ფედერაციებმა რუსეთის წარმომადგენლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო აუკრძალეს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, რუსმა სპორტსმენებმა დაიწყეს სპორტული მოქალაქეობის შეცვლა. რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსეი მოროზოვის თქმით, 2022 წლის დასაწყისიდან 100-ზე მეტმა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა სპორტული მოქალაქეობა. სპორტსმენების უმეტესობა ამის შესახებ საჯაროდ არ ავრცელებს ინფორმაციას. მათი გადაწყვეტილებები ცნობილი ხდება მხოლოდ ტურნირებზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus