Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილს: ევროკავშირი უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი არ არის

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში შესვლის ეკონომიკურ წინაპირობებზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირი მოიხსენეია როგორც „უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი“.


გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელ X-ში ასეთი კომენტარი დაურთო.


"ბატონო სპიკერო, საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე გეთანხმებით. მაგრამ, ევროკავშირი უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი არ არის. ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლი: „ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე“. მე-3 მუხლი: „ევროკავშირის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობას, მის ღირებულებებსა და მისი ხალხის კეთილდღეობას“.




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა:


„ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა აუცილებელი პირობაა მასში გაწევრიანებისთვის. ამიტომაა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაწევრიანებისათვის ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.




დიაგრამაზე ნაჩვენებია ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე გაიარა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „მინიმალური დონე“, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.


შესაბამისად, საქართველო ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება ორი მიზეზის გამო: 1) ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს მეტი სამუშაო ადგილი, უკეთესი ინფრასტრუქტურა და მეტი ეკონომიკური სიკეთე საქართველოს მოქალაქეებისთვის; 2) ეს აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობაა თანდათანობით მივაღწიოთ ამას ევროკავშირში გაწევრიანებამდეც“.


მოგვიანებით შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა გერმანიის ელჩის კომენტარს.


„ნამდვილად, ბატონო ელჩო“, - დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus