Мы в Telegram
Добавить новость

Потерпевшими по делу о теракте в «Крокусе» признали более 1,7 тысячи человек

Песков: Путин направил семье Чилингарова телеграмму с соболезнованиями

В Москве отметили День Независимости Азербайджана

Москвичей предупредили о грозе с градом вечером 1 июня

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის“ - რატომ არ აფრინდა სტიქიის ღამეს ვერტმფრენი შოვში

„არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის“ - რატომ არ აფრინდა სტიქიის ღამეს ვერტმფრენი შოვში

შოვში, სტიქიისას დაკარგულ 12 ადამიანს კვლავაც ეძებენ მაშველები. დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 10 აგვისტოს მონაცემებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები 10 ძირითად ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მათ შორის, მდინარე ჭანჭახის 25-კილომეტრიან კალაპოტში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ან 11 აგვისტოს დილიდან მდინარეზე  ნავებით მონიტორინგი დაიწყება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სტიქიიდან ერთი კვირის თავზე გამართა პირველი პრეს-კონფერენცია. მანამდე, უწყების ხელმძღვანელი და სტიქიის ზონაში მყოფი სხვა პასუხისმგებელი პირები,  მხოლოდ ფრაგმენტული კომენტარებით შემოიფარგლებოდნენ.

რატომ არ ჩაერთო სტიქიის ღამეს სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი? - საგანგებო სამსახურის პასუხი

3 აგვისტოს, გვიან, სტიქიის ზონაში შეკრებილი ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, ხელისუფლებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვას სთხოვდნენ. მათ შორის იყო ახალგაზრდა კაცი, გიორგი დუდაშვილი რომელიც ოჯახის უხლოეს წევრებს ეძებდა:

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც, რომ ვიპოვოთ. დღისით, პირველ თუ თორმეტ საათზე [ველაპარაკე] არ მახსოვს. მერე აღარ გამოდიან კონტაქტზე... შოვის ტერიტორიაზე კოტეჯებში იყვნენ“, - ტირილით მიმართავდა გიორგი დუდაშვილი ხელისუფლებას პირდაპირი ეთერის საშუალებით.

გიორგი დუდაშვილის შვილის, 7 წლის ლუკას ცხედარი, მაშველებმა 6 აგვისტოს იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაშველებმა იპოვეს მისი ცოლისა და კიდევ ერთი შვილის ცხედრებიც.

10 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ სტიქიის ღამეს „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის“, ანუ,  ვერტმფრენის სამძებრო სამაშველო ოპერაციაში ჩართვის აუცილებლობა და ასე ახსნა ეს გადაწყვეტილება:

„ვთანხმდებით, რომ ღამით ვერ დაფრინავენ [ვერტმფრენები]. მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აბსოლუტურად არ გავურბივარ ამ კითხვას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის, და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი.

თუმცაღა, საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. და რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭიროება? გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი ციფრული დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების საშუალებით უფრო მარტივად [ეძებდა] ვიდრე ვერტმფრენით.

რატომ? იმიტომ, რომ არის ურთულესი რელიეფი, კლდის და მთების მასივია ძალიან რთული და პარალელურად, იყო მაღალი ძაბვის სადენები... 

სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები. სამწუხაროდ, რაც დაფიქსირდა ეს უბედურება და გარდაიცვალნენ ადამიანები, იმის შემდეგ კარგად იცით, რომ ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია არც დაღუპული და არც დაშავებული“.

თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ღამეს, დამეწყრილ ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ცოცხალი ძალა, იყენებდნენ სითბურ  დრონებს და კინოლოგების დახმარებას. ვერტმფრენი კი სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში 4 აგვისტოს, დილით ექვსი საათიდან ჩაერთო:

„გადამოწმდა როგორც მდინარის კალაპოტი, ასევე მყინვარწვერი, საიდანაც დაიწყო სტიქიური უბედურება. საერთო ჯამში განხორციელდა 9 სამაშველო გაფრენა და ჯამში 210 ადამიანი გამოვიყვანეთ უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრიდან... სითბურმა დრონებმა მოგვცა საშუალება, რომ [გეპოვა] გარკვეული ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ არა უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, არამედ მის მიმდებარედ, მოხდა ამ ადამიანების შეკრება და გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე“.

რატომ ჩავიდა ვერტმფრენი სტიქიის ზონაში 3 საათის დაგვიანებით?

3 აგვისტოს, პირველი შეტყობინება მეწყერსა და ღვარცოფში ჩარჩენილი ადამიანების შესახებ, 112-ში 15 საათსა და 10 წუთზე შევიდა. სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე მყოფი 12 ადამიანი, რომლებიც ღვარცოფმა წაიღო და ტალახში ჩატოვა, დახმარებას ითხოვდნენ.

მათ შორის იყო გიო ადამია, 6 წლის შვილთან ერთად. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. როგორც გიო ადამია უყვება რადიო თავისუფლებას, პირველი ვერტმფრენი მათ სიახლოვეს დარეკვიდან დაახლოებით 3 საათში გამოჩნდა. თუმცა, ვერტმფრენმა  თავზე გადაუფრინა და სასტუმროს ტერიტორიაზე დაჯდა. გიო ადამია და მასთან ერთად მყოფი 11 ადამიანი დამეწყრილი ზონიდან მაშველებს არ გაუყვანიათ. ისინი უსაფრთხო ადგილას, ადგილობრივებმა გადაიყვანეს:

„ექვსი ბიჭი გამოჩნდა, შორიდან მომავლები რომ დავინახეთ, თავდაპირველად ისინიც ჩვენსავით მეწყერში მოყოლილები გვეგონნენ, მაგრამ დაგვიძახეს, ადგილობრივები ვართ და გასვლაში დაგეხმარებითო. ფიცრებით, ტოტებით, რაც კი მყარი იყო, იმას ალაგებდნენ ტალახზე და ჩვენკენ მოიწევდნენ. ასე გაგვიყვანეს ჩვენც „სანსეტის“ ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ვერტმფრენმა გლოლაში გადაგვაფრინა“.

თემურ მღებრიშვილმა 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენებს არ დაუგვიანია:

“პირველი ზარი დაფიქირდა 15:10 წუთზე, დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორ ცოცხალი ძალის, ასევე სწრაფი რეაგირების დაკომპლექტების, ავიაციის მობილიზებისა და მომზადების...

აქ ლაპარაკია როგორც თბილისში დისლოცირებულ ვერტმფრენებზე, ისე ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში მობილიზებულ ვერტმფრენზე. სამ საათზე ნაკლებ დროში პირველი ვერტმფრენი უკვე ჩართული იყო სტიქიის ზონაში ადამიანების ევაკუაციაში. ქუთაისში მობილიზებული ვერტმფრენი სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფთან ერთად, სამწუხაროდ, რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო ვერ აფრინდა”.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ ითხოვა ხელისუფლებამ დახმარება უფრო ეფექტური და დროული რეაგირებისთვის, თემურ მღებრიშვილი ამბობს:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი, ადამიანური, ცოცხალი ძალა, სპეციალური აღჭურვილობა, სპეციალური ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული“.

დაკარგულები - ვის ეძებდნენ და ეძებენ მაშველები?

შოვში, 3 აგვისტოს, სტიქიის შემდეგ, 112-სა და სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე, სულ 62 შეტყობინება დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე, შედგა 175-კაციანი სია, რომლებსაც ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ.

4 აგვისტოს მონაცემებით, ეს სია 70%-ით შემცირდა და დაკარგულთა სიაში 36 ადამიანი დარჩა. თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ ორ მოქალაქეს მალევე დაუკავშირდნენ. დარჩენილი 34 ადამიანიდან კი    33 იდენტიფიცირება მოხდა.

დაკარგულთა სიაში მყოფი კიდევ ერთი მოქალაქის, ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობა, თემურ მღებრიშვილის თქმით, ობიექტური მიზეზების გამო გვიან დაადგინეს და ის დაკარგულთა სიიდან მხოლოდ 9 აგვისტოს წაიშალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის დროს გაუჩინარებულთა შორის იყო უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე. მათ შორის, უკრაინის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე. მაშველებმა ორი მათგანის ცხედარი უკვე იპოვეს. უკრაინის მოქალაქე, ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა, რომელიც მაშველებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს, კიდევ ერთი დაკარგულის, ზაზა მესხის ცოლია. ოჯახი შოვში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. ზაზა მესხი და ბავშვები მაშველებს ჯერ არ უპოვიათ.

5 აგვისტოს იპოვეს მაშველებმა რუსეთის მოქალაქე, 31 წლის ქსენია ტრიჩევა.

შესაძლოა თუ არა, რომ სტიქიის ზონაში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი იყოს დაკარგული, ვიდრე დღეს მაშველები ეძებენ?

თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ თეორიულად ვერაფერს გამორიცხავს, თუმცა ამატებს:

„გონივრული ვადაა ერთი კვირა, რომ ადამიანმა მისი ახლობელი, ოჯახის წევრი, მინიმუმ მოიკითხოს. თუმცა, ამ დროისთვის არ გაზრდილა დაკარგულთა სია“.

სია საჯარო არაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დაკარგულთა სიაში მყოფი ადამიანების ვინაობის გამხელაზე საჭიროა ოჯახის წევრებისა და ჭირისუფლის თანხმობა.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სამძებრო სამუშაოები?

ამ კითხვაზე პასუხი არ არის. რადგან არ არსებობს კანონი, პროტოკოლი თუ ბრძანება, რომელიც ადგენს სტიქიის დროს დაკარგულთა ძებნისა და სამძებრო სამუშაოების დასრულების ვადებს.

თემურ მღებრიშვილის თქმით, არსებობს გონივრული ვადა, რომელიც შეიძლება დადგინდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონაში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, თუმცა, ამ ეტაპზე, ამ ვადის დასახელება შეუძლებელია:

„პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ ან დაღუპული იქნას ნანახი და თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი.

სამწუხაროდ, წინასწარ პროგნოზირება არის შეუძლებელი თუ რა პერიოდში მოხდება სრულად მთელი ტერიტორიის გადამოწმება, რადგან არის ურთულესი რელიეფი, არის ურთულესი მასა. ეს არ არის უბრალოდ თხევადი მასა. ეს არის უზარმაზარი ლოდები და უზარმაზარი მოწყვეტილი ტყის მასა, რომელიც მოქცეულია ტალახის ქვეშ“.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძეც იგივეს ამბობს-კატასტროფის ფართობი იმდენად ვრცელია, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულების ვადის განსაზღვრა, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად შეუძლებელია:

„არ არსებობს არანაირი პროტოკოლი და კანონში ჩანაწერი, როდის უნდა სრულდებოდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ეს ვადები არც სამსახურეობრივ შიდა დებულებებში არ არის გაწერილი, რადგან ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, თქვას, რომ ამა და ამ ვადებში დაასრულებს სამუშაოებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ სამძებრო ლოკაციებს ზრდიან და ზრდიან. ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ამის ვადას ვერ დაადგენ. თუმცა, ცხადია, რომ პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ეს რომ იყოს შედარებით მცირე მასშტაბის სტიქია, შესაძლოა, სავარაუდო ვადა დაასახელო, მაგრამ ამ მასშტაბებზე წინასწარ ვერაფერს იტყვი, რადგან ხარ დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, ამინდზე“.

10 აგვისტოს მონაცემებით, სტიქიის ზონაში მუშაობს 800-ზე მეტი მაშველი. ამ დრომდე, ყველაზე მეტი, 12 ცხედარი აღმოჩენილია კოტეჯების ტერიტორიაზე.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. 10 აგვისტოსთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 21 ცხედარი. ეძებენ 12 ადამიანს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве отметили День Независимости Азербайджана

На перенесённом из-за теракта концерте «Пикника» усилили контроль

«Спорт-Экспресс»: Игры дружбы могут перенести на 2025 год

Песков: Путин направил семье Чилингарова телеграмму с соболезнованиями

Музыкальные новости

Здравый смысл против дезинформации официозной пропаганды

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Новости России

Москва и Дамаск близки к долгожданной победе в Сирии, а Турция и США могут испытать горечь поражения.

Молюсь за Байдена

Американцы нашли у белорусов ядерный объект Путина, о котором ничего не известно

«Спорт-Экспресс»: Игры дружбы могут перенести на 2025 год

Экология в России и мире

Конференция «Общество и психическое здоровье» прошла в Ставрополе

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Волжский нарцисс - Плес

Дары природы в Hilton Seychelles Labriz Resort & Spa

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Хачанов совершил недопустимую ошибку на "Ролан Гаррос"

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Вице-президент ФТР Селиваненко: у Рублева не пошла игра с Арнальди

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Игровой саундбар Bloody S10: точная звукопередача и компактный корпус











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Москве отметили День Независимости Азербайджана

На перенесённом из-за теракта концерте «Пикника» усилили контроль

ВКС России нанесли удар по двум местам базирования боевиков в Сирии

Москва и Дамаск близки к долгожданной победе в Сирии, а Турция и США могут испытать горечь поражения.