Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ 2022 წელს “ალტ-ინფოში” მილიონი ლარი შეიტანა

პრორუსული ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, სადაც ტელეკომპანიები საკუთარი შემოსავლების შესახებ აქვეყნებენ მონაცემებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას. “ალტ-ინფო”  პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” ლიდერების დაფუძნებული არხი, რომლიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას მამიდის სახელით. ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.

  • ბოლო ასეთი აქცია იყო 8 ივლისს – ძალადობრივმა ჯგუფმა ჩაშალა “პრაიდის ფესტივალი”, დალეწა და მოიპარა ორგანიზატორების ქონება;
  • ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს – იმ დღეს, როცა თბილისში პრაიდი უნდა მოწყობილიყო, ცენტრალური ქუჩები ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მაშინ 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ბოლო შემთხვევის გამო ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოითხოვა სანქციების დაწესება “ალტ-ინფოსა” და მისი ხელმძღვანელის, კოკა მორგოშიასთვის.

“ჩვენ კატეგორიულად მოგიწოდებთ, დაუწესეთ მიზანმიმართული სანქციები ჯგუფ “ალტ-ინფოს” და მის უკან მდგომ ოლიგარქს, კონსტანტინე მორგოშიას”, – ამ მოთხოვნით ევროპარლამენტის 6-მა წევრმა ევროკავშირის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართა. რადიო თავისუფლებას კოკა მორგოშიამ უთხრა, რომ სანქციის დაწესების არ ეშინია, რადგან მას არ აქვს საბანკო ანგარიშები – შესაბამისად, სანქციებით ფულზე წვდომა არ შეეზღუდება.

“ეძებონ და მიაგნონ, თუ მიაგნებენ, ღმერთმა შეარგოთ. არ ვარ მე ისეთი შტერი, რომ ჩემს გვარზე მქონდეს რამე, თუნდაც მამიდაჩემზე…” – ამბობს “ალტ-ინფოს” ხელმძღვანელი.

ვრცლად

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus