რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეალურ "წვრთნებს" ახორციელებს შავ ზღვაში
შავი ზღვის ფლოტმა "განახორციელა სამხედრო წვრთნა რეალური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლის სამიზნე გემი იმყოფებოდა სამხედრო მომზადების პოლიგონზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში", ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში Telegram-ზე.
რუსეთმა 19 ივლისს, უკრაინასთან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაუქმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, განაცხადა, რომ შავ ზღვაზე უკრაინის ნავსადგურებისკენ მიმავალი სატვირთო გემები განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის შესაძლო მტვირთავები“, იტყობინება AFP-ი.