Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კელი დეგნანი: დარჩენილ თვეებში საჭიროა დავინახოთ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება და გაერთიანდნენ ქვეყნის გარშემო

ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო არჩევანი და სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი და იყოს მზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღების რა შანსები აქვს საქართველოს მომავალ ზამთარს.

„რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ გვერდზე გადადონ უთანხმოება და ყურადღება გაამახვილონ იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც უნდა შესრულდეს. ევროპულმა კომისიამ ორიოდე კვირის წინ ცხადყო, რომ თორმეტი რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულდა, რაც ნამდვილად კარგი ამბავია, კარგი ნამუშევარია, მაგრამ კიდევ ცხრაა, რომელსაც ახლა ფოკუსირება სჭირდება, სჭირდება, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, რომელსაც აქვს ინტერესი ამ სფეროებში, ერთად იმუშაოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ეს არის ის, რაც საჭიროა, რაც უნდა დავინახოთ დარჩენილ თვეებში, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება და გაერთიანდნენ ამ ქვეყნის გარშემო, ევროპული მომავლის გარშემო“, – აღნიშნა ელჩმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus