Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოსა და რუმინეთში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში და ჯგუფური ეტაპის პირველსავე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის წინა ჩემპიონატის ფინალისტი პორტუგალია დაამარცხა, ანგარიშით 2:0.


თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ მატჩში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში გიორგი გაგუამ გახსნა ოცდამეჩვიდმეტე წუთზე. საბოლოო შედეგი კი საბა საზონოვმა დააფიქსირა ტაიმის მიწურულს.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს მოპოვებული სამი ქულით A ჯგუფის ლიდერი გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე თითო ქულით  გადანაწილდნენ ნიდერლანდი და ბელგია, რომლებიც დღესვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დაშორდნენ.


ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ თექვსმეტი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობს. ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს და ტიტულისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს. ჯგუფური ეტაპის, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის თამაშებს საქართველოსა და რუმინეთის ქალაქები უმასპინძლებენ. ფინალი კი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე შედგება 8 ივლისს.


ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სამი უძლიერესი ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus