ვერძის მმართველი პლანეტა მარსია, იგი ასევე ცეცხლის ნიშანია, ამიტომ ყველაზე ბრაზიანი ზოდიაქოს ნიშნების სიაში პირველ ადგილს იკავებს. ვერძი ძალიან ფიცხია. მართალია, მას უყვარს გამოწვევები, თუმცა ადვილად შეიძლება დაკარგოს კონტროლი და საკუთარ წარმატებას თავად შეუშალოს ხელი.
მერწყული თავისუფალი აზროვნებით და უნიკალური ხასიათითაა ცნობილი. თუმცა მას ძალიან უყვარს თვითგამოხატვა, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. სურს, რომ ყოველთვის თავის იდეებზე ისაუბროს, ამ გამოხატვის დროს კი, შესაძლოა, ადვილად გაბრაზდეს, თუ ადამიანებს მისი არ ესმით ან სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აჩვენებს, მორიელი ძალიან მგრძნობიარე. ბრაზს განსხვავებულად გამოხატავს. იგი ჩხუბითა და ხმამაღალი საუბრით თავს არ დაიღლის, სტრატეგიულად ეცდება თავისი ემოციების მართვას და გულში დაგროვილ წყენას წლების შემდეგაც კი გაგახსენებთ.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock