Мы в Telegram
Добавить новость

Депутат Мособлдумы Владимир Барсуков провел прием жителей в Луховицах

В Дубне началось масштабное благоустройство во дворах

Спрос москвичей на кондиционеры и вентиляторы на маркетплейсах увеличился в несколько раз в мае

В Раменском парке отметят День молодежи



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კეზერაშვილმა „ფორმულის" 25%-იანი წილი თანამშრომლების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ის ნოტარიულად გაუფორმა

კეზერაშვილმა „ფორმულის

ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას" კეზერაშვილმა ტელეკომპანიის 25%-იანი წილი ნოტარიულად გაუფორმა. გადაწყვეტილება გამოაცხადეს 9 ივნისს მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ტელეკომპანია „ფორმულის" თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე.

იმის გამო, რომ დავით კეზერაშვილის პასპორტსა და პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული, ხოლო, იუსტიციის სახლი მას ახალი დოკუმენტების აღების საშუალებას არ აძლევს, წილის ნოტარიულად გაფორმების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ა(ა)იპ-ის დაფუძნების დროს მიიღეს.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ამ გარიგებას აუცილებლად დავარეგისტრირებთ ნოტარიულად და ის აუცილებლად მოიპოვებს იურიდიულ ძალას ავტომატურად, მას შემდეგ, რაც მოხდება ამ პრობლემის მოგვარება", - განმარტა ჯერ კიდევ 12 მაისს „ფორმულის" გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ.

როგორც „ფორმულა" იუწყება, ცვლილების შედეგად, ტელეკომპანია ახლა უკვე ლეგალურადაც უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულას" მიზნებია:

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა მედიაში

კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება

მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეწყობა

მედიაში დასავლური კურსისა და ევროპული ღირებულებების განმტკიცება

მედიაში მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვაზე ზედამხედველობა

„ორგანიზაცია დამოუკიდებელია შპს „ფორმულისგან", სხვა იურიდიული პირებისგან, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებისგან, სხვა მეწარმე/არამეწარმე სუბიექტებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან", - აღნიშნავს ტელეარხი.

ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულის" გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კომერციულ ტელევიზიაში გუნდს დიდი დოზით ეძლევა პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა.

„თავისუფლების ფორმულას" მართავს გამგეობა, გამგეობას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და ეს არის როტაციული, ანუ ეს არ არის მუდმივი პოზიცია. წილს ფლობენ ისინი, ვინც მუშაობენ „ფორმულაში". ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენ ან გავასხვისოთ წილი ან ამ წილით რაღაც მოქმედებები ჩავატაროთ, არა, უბრალოდ, მუდმივად, ვინც იმუშავებს ფორმულაში, მას ექნება ეს 25%. შესაბამისად, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც კომერციულ ტელევიზიაში გუნდს ეძლევა ამხელა დოზით პროცესებში მუდმივი ჩართვის, მათზე მუდმივი მეთვალყურეობის, მონიტორინგის შესაძლებლობა", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულის" დაფუძნება მას შემდეგ გადაწყდა, რაც BBC-ის საგამოძიებო ფილმში - “თაღლითობის გლობალური ქსელი” - გაისმა ბრალდებები „ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიმართ. ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის არიან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანები და ტელეწამყვანები.

BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მზად არის უარი თქვას ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე.

ეს გადაწყვეტილება მან ტელეკომპანიის თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა - ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.

BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს "უბრალო ინვესტორებს" და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას - პენსიონერებს.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის, ანდა მსხვილი მეწილის.

BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.

თუმცა Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.

ტექსტის თანახმად, ასევე:

დავით კეზერაშვილი „არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის პერსონალურ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში“, „ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის თავის ანგარიშს იყენებდა თითქმის მხოლოდ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების ვაკანსიების რეკლამირებისთვის და პოსტების გასაზიარებლად“.

კეზერაშვილის რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომელსაც მხოლოდ Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყენებდნენ.

მისი კომპანია Infinity VC ფლობდა იმ კომპანიების ბრენდინგისა და ვებ დომენებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.

კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, რომელშიც ფუნქციონირებდნენ როგორც თაღლითური ქოლცენტრი EverFX, ასევე საპროგრამო უზრუნველყოფის მიმწოდებელი ტექნოლოგიური ფირმები, „სადაც პოლიციამ რეიდი მოაწყო ნოემბერში“. „მას ასევე ეკუთვნის საოფისე შენობა თბილისში, სადაც განთავსებული იყო ზოგიერთი ასეთივე ტექნოლოგიური კომპანია“.

BBC წერს, რომ შეამოწმა Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის ოთხი წარმომადგენლის ანგარიშები სოციალურ ქსელებში და მათ შორის ქორწილისა და სხვა წვეულებების ფოტოებით დაადასტურა, რომ „ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან“ და „კეზერაშვილის ფეისბუკმეგობარია Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ ცოტა, 45 ადამიანი“, ხოლო „BBC-ის მიერ იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“.

გამოძიების თანახმად, BBC მივიდა კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სახლამდეც და მასთან საუბარიც ითხოვა, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა. კეზერაშვილმა BBC-ს ადვოკატების დახმარებით შეატყობინა, რომ „მტკიცედ უარყოფს Milton-ის ჯგუფში ყველანაირ ჩართულობას, ანდა თაღლითობის გზით ფინანსური სარგებლის მიღებას.“

BBC-ს თაღლითურ სქემებში მონაწილეობა არც სხვა ფიგურანტებმა დაუდასტურეს.

17 მაისს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა.

ზუკა გუმბარიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ კეზერაშვილმა ამ ეტაპზე თავად BBC-ს მიმართა და მისგან ფაქტების უარყოფა მოითხოვა. როგორც გუმბარიძე აცხადებს, იმის მიხედვით, რა რეაგირება ექნება მაუწყებლის შიდა ორგანოს, დავით კეზერაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, დავა სასამართლოში გააგრძელოს თუ არა.

კეზერაშვილი BBC-ის ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის სიუჟეტს პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Скончался депутат Госдумы и полярный исследователь Артур Чилингаров на 85-ом году жизни

Грядёт разворот отношений Варшавы и Москвы? Польша идёт на встречу России, несмотря на запрет ЕС и США по нефтяному вопросу

Москвичей предупредили о грозе с градом вечером 1 июня

Жилье у парка: где в Москве искать новостройки рядом с зелеными зонами

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

В Подмосковье стартует Кубок чемпионов Swimcup по плаванию на открытой воде

«Заставлял Костомарова мыть свою машину, чтоб потом он на ней покатался по парковке!» Илья Авербух рассказал о дружбе с Романом Костомаровым в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3

Новости России

Грядёт разворот отношений Варшавы и Москвы? Польша идёт на встречу России, несмотря на запрет ЕС и США по нефтяному вопросу

Прощание с депутатом Чилингаровым состоится 4 июня в храме Христа Спасителя

Скончался депутат Госдумы и полярный исследователь Артур Чилингаров на 85-ом году жизни

«Рано стянули с себя маски»: Захарова об отношении Запада к России

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спецназ ворвался в прибрежный люксовый отель, а вертолет завис над бассейном: перепуганные туристы на вечеринке стали свидетелями реального боевика

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису

Синнер повторил достижение Джоковича и Надаля по победам на "Больших шлемах"

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Георгий Бурков

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Торжественное возложение цветов к памятному знаку «Юным героям — партизанам и подпольщикам» в Феодосии

РОССИЮ ОЖИДАЕТ ПЛЮС 50 ГРАДУСОВ: КАКИМ ГОРОДАМ ЖДАТЬ АНОМАЛЬНУЮ ЖАРУ











Топ новостей на этот час

Rss.plus






Подмосковный Комлесхоз опубликовал прогноз пожарной опасности на выходные

Заболеваемость коклюшем выросла в 10 раз в Свердловской области

Суд признал более 1,7 тысячи человек потерпевшими по делу о теракте в «Крокусе»

«ТМК-ТАГМЕТ» из Таганрога стал бронзовым призером чемпионата России по настольному теннису