მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან - სააგენტო
სააგენტოს ცნობითვე, ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.
მეკობრეებმა ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან საქართველოს მოქალაქე ორი მეზღვაური 2023 წლის 2 მაისს გაიტაცეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, მეზღვაურების გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურმა საკონსულოებმა, ასევე გემთმფლობელმა კომპანიამ.