Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკის თქმით, უკრაინის სამხედროები ბახმუტში რჩებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიამ მთლიანად დაიპყრო ბახმუტი რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ. „ჩვენ ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას,“ თქვა ზელენსკიმ ჰიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში.


„მე ნათლად მესმის, რაც ხდება ბახმუტში, მაგრამ დეტალებს ვერ დავასახელებ ჩვენი სამხედროების ტაქტიკაზე... მე არ გავამხელ მათ ადგილსამყოფელს. ბახმუტი ამჟამად არ არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. არ არსებობს ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია,“ აღნიშნა ზელენსკიმ.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტს, რჩება თუ არა ბახმუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელში. „ვფიქრობ, არა... დღეისთვის ის მხოლოდ ჩვენს გულებშია,“ ზელენსკის პასუხის ეს ვერსია მოაქვს სააგენტო Reuters-ს.


Agence France-Presse-მა აღნიშნა, რომ ბახმუტის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი არ იყო ბოლომდე ნათელი. „თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ქალაქიდან არაფერი დარჩენილა. დღეს ბახმუტი მხოლოდ ჩვენს გულებშია,“ მოჰყავს AFP-ს ზელენსკის სიტყვები.


Financial Times-ის კიეველმა კორესპონდენტმა მოგვიანებით ტვიტერში დაწერა, რომ ზელენსკის წრემ ბახმუტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტაციას არასწორი უწოდა და რომ მას არ დაუდასტურებია ქალაქის დათმობა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, თქვა, რომ ბახმუტი დაკარგულია იმ გაგებით, რომ იგი მთლიანად განადგურებულია, ლაპარაკია კრისტოფერ მილერის პოსტში.


უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი ფეისბუკში წერს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვების არაზუსტ ინტერპრეტაციაზე. ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ რეპორტიორის შეკითხვა იყო: „რუსეთი აცხადებს, რომ ბახმუტი აიღო“. სწორედ ამაზე უპასუხა ზელენსკიმ: „ვფიქრობ, არა“.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე დაადასტურა რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის აღება. ამის შესახებ მისმა პრესსამსახურმა განაცხადა შაბათს ღამით. პუტინმა მიულოცა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქვედანაყოფებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფო ჯილდოებს დაჰპირდა ყველას, ვინც თავი გამოიჩინა.


ამავე დროს, პრეზიდენტის მილოცვაში პირველ რიგში მოხსენიებულია „‘ვაგნერის’ მოიერიშე რაზმები“ და მხოლოდ ამის შემდეგ - „რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ საჭირო მხარდაჭერას და ფლანგების დაცვას“. ადრე პუტინიც და რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ამჯობინებდნენ, არ დაესახელებინათ უკრაინაში მებრძოლი კერძო სამხედრო კომპანიების სახელები და მათ „მოხალისეებად“ მოიხსენიებდნენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus