მოლდოვის დედაქალაქში ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა
21 მაისის ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს ხელშეწყობით გაიმართა, კრიტიკა მოჰყვა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და ზოგიერთი პროევროპელი დეპუტატის მხრიდანაც კი. მათი თქმით, ეს იყო სამთავრობო რესურსების არასათანადო გამოყენება.
პოლიციის შეფასებით, აქციაში დაახლოებით 75000 ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგი, რომელზეც გამოვიდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რამდენიმე დღით უსწრებდა წინ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, რომელიც 1 ივნისისთვის არის დაგეგმილი.
სანდუს სურს ამ სამიტზე მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე.