Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

20 მაისს კახეთში დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

ყვარელში, სასტუმრო “ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მაისს დაკავებული 16 პირიდან, ყველა თავისუფალია. აქედან, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ აბრამიძემ აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.


გაერთიანებულ პროცესზე, 14 დაკავებულის შემთხვევაში დაცვის მხარემ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა იმ მოტივით, რომ მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა, რაზეც მოსამართლე, იოსებ აბრამიძე დაეთანხმა და 14 დაკავებული სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლა.


გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქმეზე მორიგი პროცესი 19 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.


პარალელურად, სიღნაღის რაიონული სასამართლო განიხილავდა 20 მაისს საგარეჯოს პოლიციასთან დაკავებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის საქმეებს. მოსამართლემ ორივე მათგანი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე გაათავისუფლა. მათ საქმეზე მორიგი პროცესი 30 ივნისს ჩაინიშნა.


მანამდე, თითქმის 24-საათიანი დაკავების შემდეგ პარტია "დროას" ლიდერი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.




გუშინ, 20 მაისს განვითარებული მოვლენებისას ჯამში 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 16 ყვარლის ტბასთან გამართულ აქციაზე, მოგვიანებით, თელავში დააკავეს ელენე ხოშტარია და საგარეჯოს პოლიციასთან "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი.




სამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აიყვანეს.




„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus