Мы в Telegram
Добавить новость

Свыше 10 млн кв. м недвижимости построили в зоне влияния БКЛ и МЦК за 13 лет

Путин: пока нет необходимости проводить ядерные испытания

Квартиры в новостройке в Красноармейске начали передавать жителям – переселенцам из аварийного жилья

Столичный психолог рассказала, как уладить конфликт с коллегами из-за кондиционера



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რა უნდა იცოდე, სანამ „გასახდომი ნემსის“ გაკეთებას გადაწყვეტ

სალომე* ექიმია. ე.წ. „გასახდომი ინექცია“ ორი წლის წინ, მეუღლემ ჩამოუტანა უცხოეთიდან. ინექციას სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად იკეთებდა. პრეპარატის მიღება მცირე დოზით დაიწყო. სამი კვირის განმავლობაში 4 კილო დაიკლო, თუმცა, როგორც კი დოზის მომატება გადაწყვიტა, შეუძლოდ გახდა, დაეწყო ჰიპოგლიკემიის ნიშნები და ნემსის კეთება მაშინვე შეწყვიტა.

სამ კვირაში დაკლებული 4 კილო მალევე, რამდენიმე თვეში მოიმატა:

„ამ ინექციას ასეთი ეფექტი აქვს - ნაყროვანების გრძნობას გიმძაფრებს. კუჭის დაცლის პროცესს ანელებს და შესაბამისად, არ გშივდება. როგორც კი პრეპარატის მიღებას წყვეტ, ეს შეგრძნებები ქრება. თუკი ცხოვრების წესი არ შეიცვალე და ისევ ისე განაგრძე ჭამა, რა თქმა უნდა, ისევ აკრეფ დაკლებულ კილოგრამებს. ზუსტად ისე, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა“.

სალომე ამბობს, რომ ე.წ. „გასახდომი ინექციის“ გაკეთება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ როგორც ექიმს შეეძლო სიმპტომების ამოცნობა და მართვა.

ამ ტიპის პრეპარატების მიღება, ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე, აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით კი ისეთი პრეპარატის, როგორიცაა, მაგალითად, „ოზემპიკი“, მედიკამენტი, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნა და რომელიც ასე მოდური გახდა წონის კლების მსურველთა შორის.

„არ დავუჯერე ენდოკრინოლოგს და მაინც დავიწყე ინექციის გაკეთება“

სოფო ჯაფარიძემ „ოზემპიკის“ გაკეთება ერთი წლის წინ, მეგობრის რჩევით გადაწყვიტა. თავდაპირველად წონის კლება ენდოკრინოლოგთან კონსულტაციით, კვების რაციონის მოწესრიგებით დაიწყო. დაიკლო 9 კილოგრამი, თუმცა, „წონა გაეყინა“ და სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. სწორედ მაშინ ურჩია მეგობარმა „ოზემპიკის“ გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფოს სხეულის მასის ინდექსი სრულად ჯდებოდა პარამეტრებში და არ ჰქონდა ჭარბი წონა, მან ინექციის გაკეთება დაიწყო:

„როდესაც წონის კლება დავიწყე, ვიყავი 69 კილო. სიმაღლეში ვარ 1,75 სმ. ანუ, ჩემი პარამეტრები არანაირად არ ითვლებოდა არც ჭარბ წონად და მით უმეტეს, არც სიმსუქნედ. მეგობარმა რომ მითხრა, ნემსს ვიკეთებ, რომელიც მარტივად მაკლებინებს წონაშიო, გადავირიე, გამიხარდა, რომ არსებობდა წონის კლების მარტივი გზა. ჩემი ენდოკრინოლოგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ მოვუსმინე. მართლაც ორ თვეში კიდევ 9 კილო დავიკელი“.

წონის კლების პარალელურად, სოფოს დაეწყო სისუსტე, შეეცვალა გუნება-განწყობა, ხშირად ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. მიხვდა, რომ პრეპარატის მიღება უნდა შეეწყვიტა. მალევე სოფომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლია და არაერთი პრობლემა აღმოაჩინა:

„წელიწადში ერთხელ ვიტარებ კვლევებს. ამ წლების განმავლობაში, არასდროს მქონია რაიმე სახის პრობლემა, თუმცა, ამჯერად სრულიად სხვა სურათი დამხვდა. მათ შორის, გამიუარესდა მხედველობა. მქონდა პატარ-პატარა კვანძები, რომლებიც მანამდე არ იზრდებოდა და ამ შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ კვანძები ზომაში გაიზარდა. არეული მქონდა არაერთი პარამეტრი ანალიზებში. რა თქმა უნდა, ასე ხელაღებით ვერ ვამბობ, რომ აუცილებლად ამ პრეპარატის ბრალია, მაგრამ ერთადერთი ჩარევა ამ თვეების განმავლობაში იყო ეს და ამიტომ, ჯანმრთელობის გაუარესებასაც მას ვუკავშირებ“.

სოფოს თქმით, მის მეგობრებს, რომლებმაც პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულებითა და რეკომენდაციით დაიწყეს, არ შეჰქმნიათ მსგავსი პრობლემები:

„ამიტომ ვამბობ ყველგან და ყველას გასაგებად, რომ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა მიიღოთ. მე ჩავთვალე, რომ პრეპარატის გვერდითი მოვლენები ჩემზე არ გავრცელდებოდა. ჩემი მეგობარი, რომელსაც აქვს პრედიაბეტი, იკეთებს „ოზემპიკს“, წონაც დაიკლო, სისხლში შაქრის შემცველობაც დაურეგულირდა, რადგან მას სჭირდებოდა ეს პრეპარატი. არის ძალიან კარგად, არ აქვს არანაირი პრობლემა, არის ჯანმრთელი და წონაშიც უპრობლემოდ იკლებს. შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს მაღალი წნევა, მაგრამ დალევს წნევის დამწევს, ის, რა თქმა უნდა, ცუდად გახდება. დაახლოებით იგივე დამემართა. ვისაც სჭირდება, მათთვის გადასარევია, მაგრამ მე არ მჭირდებოდა, გავიკეთე და ასეთი რეაქცია მომცა“.

დღეს სოფო 48 კილო და 500 გრამია. წონის ასეთი კლება მის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა, მიუხედავად გაძლიერებული კვებისა, წონის მომატებას, ამ ეტაპზე, ვერ ახერხებს.

„ოზემპიკი“ და „ვეგოვი“ - მსოფლიო ბუმი

ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) პრეპარატი „ოზემპიკი“ 2017 წელს დაამტკიცა როგორც საინექციო მედიკამენტი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. „ოზემპიკი“ არ არის დამტკიცებული FDA-ის მიერ, როგორც სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატი.

თუმცა, 2021 წელს, სურსათისა და წამლის სააგენტომ სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტად დაამტკიცა „ვეგოვი“, რომელიც შეიცავს „ოზემპიკში“ შემავალ აქტიურ ინგრედიენტს, სემაგლუტიდს.

სემაგლუტიდი ეს არის GLP 1 აგონისტი, რომელიც 97%-ით იმეორებს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის მოქმედებას ჩვენს ორგანიზმში.

ახლა უფრო მარტივად: როდესაც საჭმელს ვჭამთ, ნაწლავში გამომუშავდება ჰორმონები, რომლებიც მოქმედებენ კუჭქვეშა ჯირკვალზე, ანუ არეგულირებენ ინსულინის გამომუშავებას იმისთვის, რომ ინსულინმა მოინელოს ნახშირწყლოვანი საკვები და გლუკოზა ანუ შაქარი არ დარჩეს სისხლში მომატებული ოდენობით. GLP 1 აგონისტი მოქმედებს ტვინსა და ნაყროვანების ცენტრზე, ანუ ტვინს ეუბნება, რომ ორგანიზმი დანაყრებულია და უწყობს ხელს ნაყროვანების ჰორმონის დროულად გამომუშავებას. სწორედ ასე მოქმედებენ ორგანიზმზე ე.წ. „გასახდომი ნემსები“.

ბოლო ორი წელია, „ოზემპიკისა“ და „ვეგოვიტის“ პოპულარობამ მსოფლიო მოიცვა. ამ პრეპარატების შესახებ სოციალურ ქსელებში წერენ ცნობადი სახეები, მათ შორის, მაგალითად, ტვიტერის მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, ტელეწამყვანი ენდი კოენი.

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ „ოზემპიკი“ დაეხმარა კიმ კარდაშიანს, მოერგო მერლინ მონროს ცნობილი „შიშველი კაბა“, რომელიც მას 2022 წლის Meta gala-ს დაჯილდობენაზე ეცვა. თუმცა, მოგვიანებით, კარდაშიანმა ეს ინფორმაცია უარყო.

„ოზემპიკის“ მოხმარებით მიღებული ეფექტის ამსახველ ვიდეოებს და ფოტოებს -ჰეშთეგით „ოზემპიკი“, ასობით მილიონი ნახვა აქვს ტიკტოკზე. მილიონობით ნახვა აქვს ასევე ვიდეოებს და ფოტოებს, რომლებიც ასახავენ „ოზემპიკის“ შედეგად გამოწვეულ გვერდით მოვლენებს.

2022 წლის მიწურულს, FDA-მ “ოზემპიკი” და „ვეგოვი“ დეფიციტურ პრეპარატთა ნუსხაში შეიტანა. წამლების მწარმოებელი კომპანიის Novo Nordisk-ის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ კომპანიას „ოზემპიკის“ მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა „პრეპარატზე უჩვეულოდ გაზრდილი მოთხოვნის გამო“.

რა საფრთხეებს შეიცავს „ოზემპიკის“ თვითნებური გამოყენება?

„ოზემპიკი“ აძლიერებს სიმაძღრის განცდას, ამცირებს შიმშილის გრძნობას და ახანგრძლივებს კუჭიდან შიგთავსის დაცლის პერიოდს. მედიკამენტი არ არის განკუთვნილი და არ მოიხსენიება, როგორც წონის კლების პრეპარატი. ეს მისი ე.წ. off-label ჩვენებაა, რაც ნიშნავს, რომ მედიკამენტი წონის კლების მიზნით გამოყენებისთვის არ არის რეგისტრირებული, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მისი გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ექიმის ნებართვითა და მეთვალყურეობით.

პრეპარატი გამოიყენება კვირაში ერთხელ, კანქვეშ ინექციის სახით.

„ოზემპიკი“ ძვირადღირებული მედიკამენტია. ერთი თვის დოზის ღირებულება დაახლოებით 900 დოლარს შეადგენს.

ექიმთა ნაწილი წუხს, რომ სოციალური ქსელების საშუალებით მოპოვებული პოპულარობის შემდეგ, „ოზემპიკის“ მოხმარება დაიწყეს სამედიცინო დანიშნულებისა და საჭიროების გარეშე, ამით კი ერთი მხრივ, შექმნეს დეფიციტი და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეეზღუდათ პრეპარატზე წვდომა, მეორე მხრივ კი პრეპარატის დანიშნულების გარეშე გამოყენებით მათ საკუთარი ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ.

პრეპარატის გვერდითი მოვლენების ნუსხაშია, მაგალითად, ისეთი იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულებები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კიბო, პანკრეატიტი, თირკმლის უკმარისობა. რაც შეეხება შედარებით მსუბუქ გვერდით მოვლენებს, ესენია გულისრევა, აჩქარებული პულსი, დეჰიდრაცია, სისუსტე, შფოთვის განცდა, დიარეა ან პირიქით, ყაბზობა.

ამერიკელი სპეციალისტების თქმით, მედიკამენტის მიღება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს გვერდითი მოვლენები. მედიკამენტი თავდაპირველად ინიშნება მცირე დოზებით. დოზის გაზრდა ხდება ექიმის დანიშნულებით.

არც „ოზემპიკისა“ და არც „ვეგოვის“ გამოყენება, არ გამოკვლეულა შედარებით მცირე წონის მქონე ადამიანებზე. ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლის ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, ჯანის ჯინ ჰუანგი, „ნიუ იორკ ტაიმს“- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვარაუდობს, რომ ადამიანები, რომლებიც FDA-ის მიერ დაწესებული კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, ანუ, არ აქვთ სიმსუქნისა და ჭარბი წონის დიაგნოზი, მედიკამენტის მიღების შემდეგ, შესაძლოა, გაცილებით რთული გვერდითი მოვლენების პირისპირ აღმოჩნდნენ: „უფრო ღრმა კვლევის გარეშე, ჯერჯერობით, არ შეგვიძლია იმის თქმა, რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეს გვერდითი მოვლენები“.

„ოზემპიკის“ მიღება უკიდურესად ზრდის მალნუტრიციის, ანუ კვების დეფიციტის რისკს. სტატია ამ სათაურით რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „ნიუ იორკ ტაიმსში“.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ინექციის მიღებისას მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია, მაგრამ რიგ შემთხვევაში, „ოზემპიკის“ მიღების შემდეგ ადამიანები იმდენად კარგავენ შიმშილის გრძნობას, რომ საერთოდ წყვეტენ ჭამას და შედეგად ვითარდება მალნუტრიცია, ანუ კვების დეფიციტი. ამის შესახებ „ნიუ იორკს ტაიმსს“ ეუბნება ენდრიუ კრაფტსონი, მიჩიგანის მედიცინის ცენტრის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლიზმისა და დიაბეტის განყოფილების ასოცირებული პროფესორი.

მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღების დროს, პაციენტს გაწერილი ჰქონდეს კვების ზუსტი რაციონი და მიღების დრო. პროფესორი ამბობს, რომ „ოზემპიკის“ ინექციის დროს, ადამიანმა დღის განმავლობაში 1000-დან 1500-მდე კალორია უნდა მიიღოს, რათა გამოირიცხოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა კვების დეფიციტის ჩამოყალიბება.

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის უფროსი მეცნიერი და სამედიცინო ოფიცერი, ექიმი რობერტ გებეი ამბობს, რომ „ოზემპიკის“ მიღების შემდეგ ადამიანები წონას იკლებენ არა იმიტომ, რომ პრეპარატი სასწაულებრივად წვავს ცხიმს, არამედ იმიტომ, რომ ისინი იღებენ ცოტა კალორიას.

„შენ არ შეგიძლია ჭამო ის, რაც მოგწონს ან გინდა. ის უნდა ჭამო, რასაც შენი ორგანიზმი მიიღებს“, - აი ასე ახასიათებენ ადამიანები „ოზემპიკის“ მიღების პროცესს, როდესაც მათ, ფაქტობრივად, სრულად გაუქრათ შიმშილის გრძნობა, რიგ შემთხვევაში გაუჩნდათ გულისრევის შეგრძნება და ტკივილი მუცლის არეში.

„ვეგოვი“ - პრეპარატი სიმსუქნისა და ჭარბი წონის მქონე პაციენტებისთვის

„ვეგოვი“ სურსათისა და წამლის სააგენტომ 2021 წელს სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტად დაამტკიცა.

პრეპარატის აღწერის თანახმად, მისი მიღება მხოლოდ სიმსუქნისა და ჭარბი წონის დიაგნოზის მქონე 12 წელს ზემოთ პაციენტებისთვისაა რეკომენდებული, რომელთაც ეს დიაგნოზი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უქმნის. „ვეგოვი“ გამოიყენება დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის პარალელურად.

ინექციის გაკეთების შემდეგ პაციენტს უვითარდება ნაყროვანების შეგრძნება, რაც გამოიხატება მცირე საკვების მიღებასა და შედეგად წონის კლებაში. სწორედ ესაა პრეპარატის სლოგანიც: „ვეგოვი ამცირებს შიმშილის გრძნობას“.

ამ პრეპარატის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის რისკი;

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება, თუკი პაციენტს აქვს პანკრეასის ან თირკმლის პრობლემა;

მეორე ტიპის დიაბეტი;

თუკი პაციენტს მიდრეკილება აქვს დეპრესიისადმი, ჰქონია სუიციდური ფიქრები ან მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

„ვეგოვის“ მიღება დაუშვებელია ორსულობამდე ორი თვით ადრე და ძუძუთი კვებისას.

პრეპარატს ახასიათებს არაერთი გვერდითი მოვლენა, მათ შორის: პანკრეასის ანთება, ნაღვლის ბუშტისა და თირკმლის პრობლემები, სერიოზული ალერგიული რეაქციები.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, სისუსტე, შებერილობა.

პრეპარატის ერთი თვის დოზის საფასური შეადგენს 1350 დოლარს.

რამდენად ხშირად მიმართავენ საქართველოში „გასახდომ ნემსს“?

მცირე გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ე.წ. „გასახდომ ნემსს“, საქართველოში ძირითადად ქალები იკეთებენ. თუმცა, ინტერესდებიან კაცებიც.

პრეპარატები არ იყიდება აფთიაქებში და ისინი, როგორც წესი, უცხოეთიდან ჩამოაქვთ. მაგალითად, აბარებენ მეგობრებს, ახლობლებს.

ნაია ლატარია, ენდოკტინოლოგ/ნუტრიციოლოგი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პაციენტები მას ხშირად ეკითხებიან ე.წ. „გასახდომი ნემსის“ შესახებ, განსაკუთრებით კი ბოლო თვეებში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად „ოზემპიკი“, როგორც დიაბეტის სამკურნალო საშუალება, საკმაოდ ეფექტური პრეპარატია და ის გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სიმსუქნისა და ჭარბი წონის დასაძლევადაც დაინიშნოს, ხაზგასმით ამბობს, რომ ამ პრეპარატის ჩვენების გარეშე, თვითნებურად მიღება კატეგორიულად დაუშვებელია:

„არ ვარ იმის კატეგორიული წინააღმდეგი, რომ ეს პრეპარატი სიმსუქნის სამკურნალოდაც დაინიშნოს, მაგრამ საქართველოში ისეთი ბუმი ატყდა, რომ ამის შესახებ ცოტა მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს ხალხმა. 5 კილოს დაკლება უნდათ თუ 10-ის, როდესაც არ აქვთ ამ ადამიანებს არანაირი სიმსუქნე და არანაირი ჭარბი წონა, არ აქვთ მეტაბოლური დარღვევა და ეძებენ ე.წ. მარტივ გამოსავალს, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. შესაძლოა, დღეს და ხვალ მათ არ შეექმნათ პრობლემა, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში, რა უკუჩვენება იჩენს თავს, ეს ჯერ გამოკვლეული არ არის. სიმსუქნის შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტს მეტაბოლური მდგომარეობა ნორმალური აქვს, ვთვლი, რომ ინექციის დანიშვნა არ არის საჭირო, რადგან შესაძლოა, რომ ამ დროს პაციენტმა ჯანსაღი ცხოვრების წესითაც დაიკლოს წონაში“.

ნაია ლატარია ამბობს, რომ მხოლოდ ინექციის გაკეთებით, ჭარბი წონა არ დაიძლევა და თუკი პაციენტი ინექციის პარალელურად არ გამოიმუშავებს სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის ჩვევას, დაკლებული წონა მალევე დაუბრუნდება თავდაპირველ ნიშნულს:

„სიმსუქნე კომპლექსური დაავადებაა. თქვენ შეიძლება გაიკეთოთ „ოზემპიკი“, „ვეგოვი“, კიდევ სხვა პრეპარატები, დაიკლოთ წონაში, მაგრამ როგორც კი ამ მედიკამენტების გაკეთებას შეწყვეტთ, წონის მატება ისევ დაიწყება, თუკი შესაბამისად არ იქნება დაცული სწორი კვების რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა. მხოლოდ იმის საფუძველზე წონის კლება, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ, ისე გიქვეითდება მადა, რომ ვეღარ ჭამ და სუსტდები, არ არის წონის ჯანსაღი კლება. ასეთი გვერდითი მოვლენის დროს, პრეპარატის მიღება საერთოდ უნდა შეწყდეს“.

ენდოკრინოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმ გვერდით მოვლენებზეც, რაც შესაძლოა ე.წ. „გასახდომი ნემსების“ მიღების შემდეგ გამოვლინდეს. მისი თქმით, საკმაოდ ხშირია პრეპარატების მწვავე აუტანლობა, მათ შორის, მუცლის მწვავე ტკივილი, განსაკუთრებით, როდესაც დოზები იზრდება. ექიმი ამბობს, რომ ასეთ დროს პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. მისივე თქმით, ინექციის გამოყენებისას იზრდება პანკრეატიტის რისკები, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. აუცილებელია, რომ მკურნალობის პროცესში, პაციენტმა ორ-სამ თვეში ერთხელ გაიკონტროლოს ანალიზები.

რაც შეეხება პრეპარატის მიღების ვადებს, ნაია ლატარიას თქმით, შედეგი, ანუ წონაში კლება, ინექციის მიღებიდან მინიმუმ სამ თვეში უნდა დადგეს. თუკი ამ პერიოდში არ დგება სასურველი შედეგი, მაშინ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

*რესპონდენტის სახელი შეცვლილია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Прохлада нам по карману: как выбрать кондиционер и какова цена вопроса

Фестиваль культуры народов Карелии прошёл на выставке «Россия» в Москве

Массовый сбой произошёл в Telegram 8 июня

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

Музыкальные новости

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ

Пиар Менеджер для Артистов, Музыкантов, Композиторов, Актеров, Поэтов, Писателей, Моделей, Дизайнеров, людей любых творческих профессий и брендов!

Об отношении к русским в Азербайджане

Новости России

Массовый сбой произошёл в Telegram 8 июня

Финляндия отказалась от нейтрального статуса и получила от России сразу 7 ответных ходов

В Москве полиция задержала граждан ближнего зарубежья в игривых пижамах

Пилот аварийно севшего на шоссе в Лыткарино самолета управлял им по доверенности

Экология в России и мире

Новая коллекция ювелирных украшений Louis Vuitton

Фонд «Восход» выпустил на «Атомайз» первые в России венчурные ЦФА

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего

Спорт в России и мире

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема

Зверев сыграет с Алькарасом в финале "Ролан Гаррос"

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки

Moscow.media

Глазово

Работать там, где удобно: беспроводная гарнитура Fstyler BH230 от A4Tech

В этом году планируют заключить контракт на реконструкцию еще одного участка трассы Р-23 в Ленобласти

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия











Топ новостей на этот час

Rss.plus






Фестиваль культуры народов Карелии прошёл на выставке «Россия» в Москве

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

Внешний SSD с меткой для поиска. TeamGroup представила накопитель T-Create P34F, который можно найти через Apple Find My («Локатор»)

Завод сухих смесей «Цементум» в Воскресенске расширил линейку продукции