Мы в Telegram
Добавить новость

Пропавшую многодетную мать нашли в брюхе питона в Индонезии

Посол в Израиле Викторов: Москва разделяет радость близких освобожденных пленных

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

"Голяк": захватывающий сериал, который завоевал миллионы сердец по всему миру!

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ენმ-ის წალენჯიხის და ხობის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს

ენმ-ის წალენჯიხის და ხობის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ავთანდილ გაბელიამ და ამავე პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შიდაპარტიული არჩევნები დაასახელეს, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად უარს ამბობენ.

ავთანდილ გაბელიას განცხადებით, დღეს, როცა ენმ-ის დამფუძნებლის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პარტიის შიდა არჩევნების და მისი „ხელოვნურად დაყოფის“ დრო არ არის. წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის რჩება პარტიაში, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად.

„სანამ სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არჩევნების ჩატარება არასწორად მიმაჩნია. ამან წალენჯიხაში ერთმანეთს შორის გამოიწვია დაპირისპირება, დაქსაქსვა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა, ისე როგორც არასდროს, იმ ერთი მიზნისთვის რაც არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საქართველოს ძლიერება. ამ იდეის ქვეშ უნდა ვიბრძოლოთ ერთად”, - განაცხადა ავთანდილ გაბელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმითვე, წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრიდან არცერთი არ აპირებს პროტესტის ნიშნად ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

ენმ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ია ჯიშკარიანის თქმით, შიდაპარტიული არჩევნების ახლა ჩატარება ენმ-ის მიზანმიმართულ დაშლას ემსახურება. ოპოზიციური პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის რჩება ამ პარტიის და ხობის საკრებულოს წევრად:

„დღეს როცა მესამე პრეზიდენტი ტყვეობაშია, ეს შიდაპარტიული დაპირისპირებები პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს პარტიას. იმის ნაცვლად რომ დღეს ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვიბრძოდეთ, ეს დაპირისპირებები დამანგრეველია“, - განაცხადა ია ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბრისას.

მან ენმ-ის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე განცხადება თავდაპირველად სოციალურ ქსელში გააკეთა, სადაც დამატებით განმარტავს, რომ პარტიამ შეავიწროვა რადგან 30 იანვარს გამართულ "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერდა:

„დემოკრატიული არჩევნებითა და დიდი დაპირებებით მოსული პარტიის "ახალი მენეჯმენტის" დემოკრატიულმა მართვამ ხუთი დღეც ვერ გაძლო. სწორედ 5 დღეში ჩაატარეს ყრილობა და ნაცვლად არჩევისა "დანიშნეს" პოლიტსაბჭოს წევრები.

ახლა კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს - ია, ვიცით რომ ამ ბრძოლას ყველაზე რთულ დროს 2012 წელს შემოუერთდი, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 2017 წელს, პარტიისთვის არანაკლებ რთულ დროს გახდი. თუმცა რაკი შიდაპარტიულ არჩევნებში გამოხატე პოზიცია და იყავი ნიკა მელიას მხარეს, ხარ ლოიალური და თანამშრომლობ კობა ნაყოფიასთან - რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა, შენ კი გვერდით დაუდგე. პარტიას გაძლიერების სახელით ასუსტებენ, ერთობის სახელით ხლეჩენ და დემოკრატიის სახელით, ჩრდილოვანი მართვის ქვეშ აქცევენ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ია ჯიშკარიანმა ფეისბუკით გაავრცელა.

ოპოზიციური პარტიის რეგიონული ორგანიზაციების არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაცია 9 მაისს სრულდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აპრილში დააანონსა, რომ ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და რაიონში, პარტიის ამომრჩევლები რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს აირჩევდნენ.

ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარე 2023 წლის იანვარში გახდა შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შედეგად. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა. ამის შემდეგ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს რიგები არაერთმა პოლიტიკოსმა დატოვა.

პარტიის ყრილობაზე, რომელიც 6 თებერვალს გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მდივნის პოსტზე კობა ნაყოფია ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, რომელიც ისევ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. გარდა ამისა, დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Субтропическая погода»: москвичей предупредили о жаре и грозах на следующей неделе

Водитель фургона сдавал назад и наехал на мужчину на западе Москвы

Посол в Израиле Викторов: Москва разделяет радость близких освобожденных пленных

Зотов: туризм для Нижегородской области — это драйвер и двигатель стратегии регионального развития

Музыкальные новости

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца

Известная фигуристка Ирина Роднина посетила стенд Карелии на ВДНХ

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Новости России

Пропавшую многодетную мать нашли в брюхе питона в Индонезии

«Субтропическая погода»: москвичей предупредили о жаре и грозах на следующей неделе

Посол в Израиле Викторов: Москва разделяет радость близких освобожденных пленных

"Голяк": захватывающий сериал, который завоевал миллионы сердец по всему миру!

Экология в России и мире

Турецкие отели в шоке после банкротства крупнейшего туроператора: все оказались в долгах, как работать летом — непонятно

Туристка заразилась плотоядной болезнью и потеряла руку: новая инфекция начала распространяться на людей, посещающих достопримечательности

«В девять лет я уже был очень любвеобильным». Актер Михаил Богдасаров вспомнил детство в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3  

Об отношении к русским в Азербайджане

Спорт в России и мире

Джокович снялся с Открытого чемпионата Франции по теннису

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции

Moscow.media

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Керчи

Такси в 7 раз чаще попадает в ДТП, чем обычные автомобилисты — изучаем аварийность на дорогах

Гора Бабырган

Ученые нашли «выключатель» болезни Паркинсона











Топ новостей на этот час

Rss.plus






Актера Анисимова госпитализировали с инфарктом после знакомства с худруком

"Голяк": захватывающий сериал, который завоевал миллионы сердец по всему миру!

Водитель фургона сдавал назад и наехал на мужчину на западе Москвы

«Субтропическая погода»: москвичей предупредили о жаре и грозах на следующей неделе