2016 წელს პარიზის შეთანხმება ხელმოწერისთვის გაიხსნა.
1994 წელს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, 81 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა.
1994 წელს მაიკლ მურერმა მოიპოვა მძიმე წონის კრივში ტიტული მას შემდეგ, რაც დაამარცხა ევანდერ ჰოლიფილდი პარადაისში, ნევადაში.
1981 წელს ქურდებმა 3,3 მილიონი დოლარი მოიპარეს არიზონას პირველი ეროვნული ბანკიდან, ტუსონში.
1970 წელს ოცი მილიონი ამერიკელი მობილიზებული იყო ჩვენი პლანეტის დაცვის მოთხოვნით. ეს გახდა მსოფლიოში პირველი დედამიწის დღე.
1884 წელს თომას სტივენსმა დაიწყო თავისი პირველი მოგზაურობა ველოსიპედით, მსოფლიოს გარშემო.
1876 წელს პიოტრ ილიჩ ჩაიკოვსკიმ შექმნა თავისი ბალეტი “გედების ტბა”.
1529 წელს ესპანეთმა და პორტუგალიამ ხელი მოაწერეს სარაგოსას ხელშეკრულებას.
წყარო/ფოტო: The Fact Site