ყურადღების მოყვარული ლომი ზოდიაქოს ყველაზე დრამატული ნიშანია. როცა ყველაზე მზერა მისკენაა მიპყრობილი, მაშინ ბედნიერია. იგი თავს სამყაროს ცენტრად გრძნობს, შესაბამისად, ხშირად ცდილობს გააკეთოს ისეთი, რამ რითაც ყურადღებას მიიქცევს. ამისთვის დრამების დადგმასაც არ ერიდება.
პატივმოყვარე და ფიცხი ვერძი ყოველთვის უნდა აკონტროლებდეს სიტუაციას. იგი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, მისი სურვილია იყოს საქმის კურსში ყველა სიტუაციაში. ვერძს უყვარს მბრძანებლობა და მითითებების გაცემა. პატარა გაუგებრობამაც შეიძლება ძალიან გააბრაზოს და მაშინ კი ნამდვილ ქარიშხალს დაატრიალებს.
კირჩხიბს უყვარს, როცა სიტუაცია მისი სურვილის მიხედვით იმართება. იგი ძალიან მგრძნობიარე ნიშანია, ამიტომ ყველაფერს ზედმეტად დრამატულად იღებს. უმნიშვნელო პრობლემაც კი შეიძლება ძალიან დიდ თავსატეხად აქციოს და ამით თავი დაიტანჯოს.
წყარო/ფოტო: Best Life