Мы в Telegram
Добавить новость

Столичный психолог рассказала, как уладить конфликт с коллегами из-за кондиционера

Управы пяти районов столицы поделились планами по благоустройству на деньги от платных парковок

Овчинский: в 2023 году резиденты ОЭЗ вложили в экономику столицы 50 млрд рублей

МГУ и «Уралхим» подготовят руководителей проектов для химического производства России



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სოხუმი მზად არის ივაჭროს თბილისთან?

სოხუმი მზად არის ივაჭროს თბილისთან?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გაამარტივოს ვაჭრობა დანარჩენ საქართველოსთან ენგურის ხიდის გავლით, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთში.

ენგურგაღმა ბევრი ფიქრობს, რომ ასლან ბჟანიას ბრძანება შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, ასვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული კონკრეტული ჯგუფების ბიზნეს-ინტერესებს.

დოკუმენტი, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 31 მარტს მოაწერა ხელი, შეიცავს ენგურის გამყოფ ხაზზე განბაჟებისთვის ნებადართული საქონლის ჩამონათვალს, კერძოდ:

მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეული კულტურები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და სარგავი მასალა

ცოცხალი შინაური ფრინველი

ფერმის საქონლის საკვები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების მოწყობილობები

საავტომობილო ტრანსპორტი

საავტომობილო სათადარიგო ნაწილები

საავტომობილო და სხვა საპოხი ზეთები, რომლებიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებებისთვის

როგორც ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში განმარტეს, ბრძანების შესაბამისად, იცვლება საქონლისა და მოწყობილობების ნუსხა, რომელთა გადაზიდვაც შესაძლებელია ენგურის გამყოფი ხაზის გავლით.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ, რომელიც „ტრანზიტის საკითხზე აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის“ წევრია, განაცხადა, რომ ცვლილებები შევიდა პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის მიერ 2007 წლის 23 ივლისს ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც აზუსტებს აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე გასატარებელი (ნებადართული) საქონლის ჩამონათვალს. მისი თქმით, დამტკიცდა პროდუქციის დამატებითი სია, რომლის ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ტრანზიტით ან შიდა ბაზრისთვის.

„საუბარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, მანქანების სათადარიგო ნაწილებზე, სატრანსპორტო საშუალებების საავტომობილო და საპოხ ზეთებზე. საზღვრის გადაკვეთისას საქონელი უნდა გაფორმდეს აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა კონსტანტინე ფილიამ, რომლის თქმითაც, ნაადრევია საუბარი აფხაზეთში რაიმე სახის საქონლის ტრანსპორტირებაზე, ვიდრე სათანადოდ არ აღიჭურვებიან საბაჟო და სხვა სამსახურები:

„საუბარია მოსახლეობისთვის განკუთვნილ თურქულ, ირანულ და სომხურ საქონელზე. თუ ადრე შეეძლოთ ხელბარგით 50 კგ-ის შემოტანა, ახლა ტვირთის წონა 600 კგ-მდე გაიზრდება“.

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამაც თქვა, რომ სიაში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება:

„ცვლილება შეეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ საქონლის ტრანსპორტირება მაქსიმუმ ავტომობილის საბარგულით ანუ გადაწყვეტილება არ ეხება იურიდიულ პირებს. ფიზიკურ პირებთან მუშაობისთვის, ჩვენ გვაქვს დაყენებული ტერმინალები, სადაც ისინი გადაიხდიან საბაჟო გადასახადს და გააგრძელებენ მგზავრობას “.

"ენგური" ოფიციალურად ჩაკეტილია

ენგურის გამყოფი ხაზის გასწვრივ კომერციული ტვირთების მოძრაობა სრულად აიკრძალა 2007 წლის ივლისიდან, აფხაზეთის მაშინდელი ლიდერის სერგეი ბაგაფშის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, თუმცა როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის - GRASS“-ის ანგარიშებშია აღნიშნული, სოხუმის მიდგომა ენგურის ხიდზე მიმდინარე პროცესებისადმი ყოველთვის გამოირჩეოდა ამბივალენტურობით, რაც გულისხმობდა ერთი მხრივ ვაჭრობის ოფიციალურად აკრძალვას, მეორე მხრივ კი თვალის დახუჭვას ყოველდღიურ საქონელბრუნვაზე.

2015 წლიდან მოყოლებული „ექსპორტისთვის“ ნებადართული ერთადერთი პროდუქტი თხილი იყო, დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვარზე“ ნებისმიერი სხვა საქონლის გადატანას „კონტრაბანდად“ აცხადებდა, თუმცა არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ არაოფიციალურად ენგურს სხვა საქონელიც უპრობლემოდ კვეთდა.

„ადმინისტრაციულ საზღვარზე „არაფორმალური“ ვაჭრობის დაშვება მეტყველებს სოხუმის სურვილზე გახსნას ვაჭრობა თბილისთან. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელმძღვანელობამ თავს უფლება მისცა საჯაროდ დაუჭიროს მხარი გამყოფი ხაზის გასწვრივ უფრო გამჭვირვალე და ეფექტურ ვაჭრობას. 2018 წელს წელს აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ საჯაროდ განაცხადა თბილისთან ვაჭრობის „ლეგალიზაციის“ აუცილებლობაზე. გარდა ამისა, პირად საუბრებში ბევრი აფხაზი გამოხატავს მზადყოფნას მოაწესრიგოს სავაჭრო ურთიერთობები თბილისთან“, - ნათქვამია GRASS-ის 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში „ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს - საქართველო, ევროკავშირთან ინტეგრაცია და კონფლიქტების მოგვარება?“.

სოხუმის სურვილი გახსნას ვაჭრობა თბილისთან დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2020 წ.) კიდევ უფრო გაძლიერდა. რაულ ხაჯიმბას შემცვლელმა, ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ „პრეზიდენტობის“ პირველივე დღეებში განაცხადა, რომ აუცილებელია სავაჭრო საქონლის მოძრაობაზე კონტროლის დაწესება.

„რაც შეეხება პროდუქციას, რომელიც საქართველოდან შემოდის, ეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სიმართლეა. ამაზე რაღაც უნდა გაკეთდეს. მილიარდობით რუბლი გადის აფხაზეთიდან საქართველოში“, - განაცხადა მაშინ ასლან ბჟანიამ ისე, რომ არაფერი უთქვამს ვაჭრობის აკრძალვაზე.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება აფხაზეთში მოქმედმა თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და მოძრაობამ გააკრიტიკა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლება „აგრესორ ქვეყანასთან“ ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და ამ გზით ბიუჯეტის თბილისზე დამოკიდებულების გაზრდაში დაადანაშაულეს. მათი აზრით, საქართველოს სპეცსამსახურების გაზრდილი აქტივობისა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნის მომატებული რისკის ფონზე, ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აფხაზეთის უსაფრთხოებას.

ასლან ბჟანია გააკრიტიკა აფხაზეთის სახალხო მოძრაობის უმაღლესი საბჭოს წევრმა ომარ სმირმაც, რომლის თქმითაც, გაუგებარია ერთ მხრივ განცხადებები სრული საბრძოლო მზადყოფნისა და სამხედრო წვრთნების შესახებ და მეორე მხრივ პრეზიდენტის ბრძანება საქართველოსთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ.

ვეტერანთა ორგანიზაციის „არუაას“ ლიდერი, ტიმურ გულიაც ვერ დააკმაყოფილა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებებმა. მისი თქმით, „თანამდებობის პირთა ვიწრო წრეს, ხალხისგან მალულად, სურს საქართველოდან ქათმების, ცხოველების სხვადასხვა საკვების, თესლის, ავტომობილების, მანქანების სათადარიგო ნაწილების და საავტომობილო ზეთების შეტანა.

„ისმის კითხვა: რა საჭიროა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, თუ ჩვენი ჩინოვნიკები იმავეს გააკეთებენ?“ - იკითხა აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაციის ლიდერმა.

ეკონომისტ ახრა არისტავას თქმით, ასლან ბჟანიას ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ნაჩქარევად არის შედგენილი, საზოგადოებაში არ განხილულა და, დიდი ალბათობით, ლობირებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნიმუშს წარმოადგენს.

„დოკუმენტში არანაირი დასაბუთება და ახსნა-განმარტება არ არის, რა სარგებლობას მოუტანს სიახლე აფხაზეთს? რა სარგებელი ექნება ხალხს და ეკონომიკას? გათვალისწინებულია თუ არა უსაფრთხოების საკითხები? არაფერი მსგავსი არსად არ წერია. ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ ხელისუფლება ქაოსურად მუშაობს. სავარაუდოდ, ვიღაც მივიდა, ითხოვა, ლობირება მოახდინა“, - უთხრა ახრა არისტავამ რადიო თავისუფლების რუსული პროექტის „ეხო კავკაზას“ სოხუმელ კორესპონდენტს.

არისტავას არადამაჯერებლად ეჩვენება დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის განმარტება, რომ ბრძანებაში საუბარია მხოლოდ ისეთი საქონლის განბაჟებაზე, რომელიც საბარგულით გადააქვთ კერძო პირებს:

„ეს ბრძანება არ ეხება იურიდიულ პირებსო, განაცხადა ალიას ლაბახუამ (დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილე), მაგრამ განკარგულებაში მითითებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი აღჭურვილობა, მანქანები. როგორ შეიძლება მანქანის ტრანსპორტირება საბარგულით?“

ახრა არისტავას თქმით, სოხუმს უნდა ჰქონდეს ღია „საგზაო რუკა“, რომლითაც საზოგადოება შეიტყობს, რა ნაბიჯებს დგამს მისი ხელისუფლება თბილისთან ურთიერთობაში.

„როცა არ არის საგზაო რუკა, როცა არ არის გეგმა და უცებ იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს საზოგადოებაში განხილვის გარეშე, ბუნებრივია, ჩნდება წინააღმდეგობა. ასეთი წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, თბილისშიც გაჩნდება. იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება შეიცვალა, საჭიროა მოლაპარაკების წარმოება იმავე ჟენევის ფორმატში და საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა. მაგალითად, აფთიაქებიდან გაქრა გერმანული ანტიბიოტიკები, რომლებიც არსად არ არის. ვერც სოჭის და ვერც ადლერის აფთიაქებში ვერ იშოვი, მთელ რუსეთში აღარაა. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ხალხის სარგებელს, საჭიროა ლოგიკა, სამოქმედო გეგმა, ამ დადგენილებაში კი მსგავსი არაფერი არაა. თუ სახელმწიფოს მეთაური მზად არის მხარი დაუჭიროს გარკვეული კატეგორიის საქონლის შემოტანას, მაშინ მთავრობამ ამ საკითხზე ღიად უნდა იმსჯელოს“, - ამბობს აფხაზი ეკონომისტი.

რა ემუქრება აფხაზეთს - ომი თუ ვაჭრობა?

აფხაზეთის ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის წევრის თემურ ნადარაიასთვის გაუგებარია რატომ გადაწყვიტა ასლან ბჟანიამ სათადარიგო ნაწილების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა ენგურის გავლით, მაშინ, როცა, მისი თქმით, ამავე ნაწარმის შეტანა შეიძლება თურქეთთან გემების საშუალებით. ნადარაია მიესალმება აფხაზეთის სატრანზიტო ფუნქციით დატვირთვას, მაგრამ თბილისთან ვაჭრობის კატეგორიული წინააღმდეგია.

„ტრანზიტის ფარგლებში ჩვენ არ ვაპროტესტებთ საქონელს აფხაზეთის ტერიტორიით რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საქართველოში, რათა ამით აფხაზეთმა შემოსავალი მიიღოს. მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ იმის, რომ აფხაზეთის საბაჟო ორგანოებმა საქართველოდან შემოტანილი ტვირთები გაფორმოს. ფაქტობრივად ეს ნიშნავს საქართველოს ბიუჯეტის შევსებას, საზღვრის ცალმხრივად გახსნას და აფხაზეთიდან საქართველოსკენ ფულის გადინებას“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს 2020 წელსაც, როცა ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი თბილისსა და სოხუმს შორის სავაჭრო და ლოგისტიკური საკითხების მოსაწესრიგებლად.

„ვომობთ თუ ვვაჭრობთ?“ - იკითხა მაშინ პოლიტოლოგმა, იზიდა ჭანიამ, რომლის თქმითაც, გაუგებარია „აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე საგუშაგოების გახსნა საქართველოსთან ომის მოსალოდნელი საფრთხის პირობებში და სამშვიდობო ხელშეკრულების და ყოველგვარი საერთაშორისო გარანტიების გარეშე“. ჭანიამ ასევე გაიხსენა საქართველოს სტრატეგია „ჩართულობა აღიარების გარეშე“, რომელიც, აფხაზი პოლიტოლოგის თქმით, ეფუძნება აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას და ამავე დროს ითვალისწინებს ეკონომიკურ თანამშრომლობას სოხუმსა და თბილისს შორის, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმგვარი ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს ივაჭრონ და თავისუფლად გადაკვეთონ ე.წ. გამყოფი ხაზი.

„მაშ, ვინ არის ჩართული საქართველოს მთავრობის პროგრამის განხორციელებაში? ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს? ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები? თუ ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რომელიც მწვანე შუქს უნთებს ქართული სტრატეგიის - „ჩართულობა აღიარების გარეშე“ პროექტების განხორციელებას?“ - იკითხა იზიდა ჭანიამ.

თუმცა ამგვარი რადიკალური მიდგომის საწინააღმდეგოდ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში ჩართული ექსპერტები აცხადებენ, რომ თბილისი და სოხუმი, თუ მართლა ზრუნავენ თავიანთი საზოგადოებების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, უნდა ეცადონ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და თავიანთი ინტერესების რეალიზაციას სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების (ფორმატების) გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით,

„ზოგიერთი აფხაზი შიშობს, რომ სავაჭრო ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთის „დესუვერენიზაცია“. როგორც მოლდოვასა და კვიპროსის მაგალითები აჩვენებს, გამყოფი ხაზების გასწვრივ სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება არ მოჰყოლია, მაგრამ ვაჭრობამ რეალურად შეუწყო ხელი კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. სტატუსის საკითხების გვერდის ავლით, თუნდაც დღევანდელ პირობებში, ქართველებთან ვაჭრობასა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობით, აფხაზებს შეეძლოთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა და ამით რუსეთისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება“, - ნათქვამია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის, GRASS-ის ანგარიშში „ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს - საქართველო, ევროკავშირთან ინტეგრაცია და კონფლიქტების მოგვარება?“

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

АЗЕРБАЙДЖАН. Москва и Баку поговорили о предстоящем заседании межправкомиссии

Съезд победителей: на ПМЭФ-2024 заключили сделок на 6 трлн рублей

Самолет «Аэрофлота» разорвал шасси после неудачного взлета в Бишкеке

«Что-то компенсировать»: гепатолог Колесникова объяснила резкую тягу к сладкому

Музыкальные новости

Бастрыкин затребовал доклад об исчезновении девушки в Новосибирске 15 лет назад

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ

Более 2 тысяч жителей Московской области получат работу благодаря «Магниту»

Новости России

Москвичей пригласили на последний день фестиваля «Лето в Москве. Мода и красота»

Директор театра имени Вахтангова Крок поздравил с назначениями Машкова и Богомолова

Лихач за рулём: смертельное ДТП произошло в Челябинской области

Бывшего мэра Купянска расстреляли у его дома в Старом Осколе (ФОТО) 

Экология в России и мире

«В девять лет я уже был очень любвеобильным». Актер Михаил Богдасаров вспомнил детство в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3  

Пошив костюма по индивидуальным размерам

ГЕРОИЧЕСКОЕ УЧАСТИЕ АРМЯН В СВО. ЧАСТЬ ЧЕТВЕРТАЯ

Культурный центр «Интеграция» проведет концерт ко Дню России в Перовском парке

Спорт в России и мире

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий

Moscow.media

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P

Мобилизованного свердловчанина приговорили к 23 годам "строгача" за подрыв гранаты в казарме

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»

Глазово











Топ новостей на этот час

Rss.plus






Тарпищев прокомментировал назначение Станковича в «Спартак»

Швыдкой назвал число стран-участниц «Интервидения»

Мэр Москвы поздравил социальных работников с профессиональным праздником, подчеркнув их высокий профессионализм, усердие, чуткость и отзывчивость

Теперь будет полностью запрещено: пенсионеров, доживших до 70 лет, ждет большой сюрприз с 1 июля