შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ირანმა ელჩი დანიშნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რაც ნაწილია თეირანის მცდელობისა დაათბოს კავშირები სპარსეთის ყურის ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოსთან.
სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, რომ პოსტი დაიკავა რეზა ამერიმ - ამ დრომდე უცხოეთში მყოფი ირანელების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამერი მანამდე მუშაობდა ელჩად ალჟირში, სუდანსა და ერიტრეაში.
ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატიური კავშირები რანგით დაეცა მას მერე, რაც ირანელი დემონსტრანტები თეირანში საუდის არაბეთის საელჩოში შეიჭრნენ, რიადის მიერ ცნობილი შიიტი სასულიერი პირის სიკვდილით დასჯის გამო.