რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, “ეფესბეს” რიგებში დანაკარგები არის. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წევრებისადმი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ფედერალური უშიშროების სამსახურის ქვედანაყოფები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი, იქ რთულ, არასტანდარტულ ოპერატიულ ამოცანებს წყვეტდნენ, იცავდნენ სახელმწიფო საზღვარს, აქტიურად ებრძოდნენ ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციასა და ექსტრემიზმს”, – თქვა პუტინმა.
მან მადლობა გადაუხადა ფედერალური უშიშროების სამსახურის წევრებს ქვეყნის შიგნით და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ექსტრემიზმთან ბრძოლისთვის.
პუტინის თქმით, “2022 წელი განსაკუთრებული იყო ქვეყნისთვის და თქვენი სამსახურისთვის”.
“სამწუხაროდ, ჩვენ რიგებში დანაკარგები არის. ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ ჩვენი დაცემული ამხანაგების ოჯახები დამატებითი დახმარებით უზრუნველყოს”, – თქვა პუტინმა.