Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძე: ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული უკრაინის ხელისუფლება, ვიზიტი წარმოუდგენელია

„ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული უკრაინის ხელისუფლება, ვიზიტი წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, შექმნილი ვითარება ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს.

„უკრაინაში ვიზიტს რაც შეეხება, არის სამწუხარო ვითარება – არის უკრაინელი ხალხი და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და ჩვენ მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლების ნაბიჯები პირდაპირ მიმართულია, მათ შორის, უკრაინელი ხალხის სუბიექტური ნების წინააღმდეგ.

როცა ისინი საქართველოს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ, როცა სრულიად სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს და ა.შ. როცა ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია და როცა პირდაპირ მოგვიწოდებენ უმაღლეს დონეზე მეორე ფრონტისკენ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ოფიციალური ფორმატით ვიზიტი წარმოუდგენელია.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ეს არა მარტო სიტყვით გამოხატული, არამედ კონკრეტული ქმედებებით, მხარდაჭერის აქტებითაა გამოხატული, თუმცა რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, ეს არ გვიტოვებს ჩვენ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ცნობისთვის, 24 იანვარს, რუსეთის ომის ერთი წლის თავზე, უკრაინამ ქართული დელეგაცია კიევში მიიწვია, თუმცა როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი უკრაინაში წასვლას არ აპირებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus