Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველოს საგარეო უწყება გმობს ლუკაშენკოსა და ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას

მინსკში ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.   



აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.



ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 




ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ბჟანიასთან შეხვედრაზე „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს.


ლუკაშენკას განცხადებით, "რატომღაც, ქართველები, საქართველოს ხელმძღვანელობა მწვავედ რეაგირებენ" ბჟანიასთან მის შეხვედრებზე.


„ნუთუ, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები... იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ თქვენთან ერთად არასდროს დაგვიგეგმავს არანაირი აქცია თბილისის წინააღმდეგ", - უთხრა ლუკაშენკამ ბჟანიას.


ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ, 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".


2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus