Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მინისტრი ევროპული პრაქტიკით ხსნის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე გადასვლას

პარტიის „საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის შეკითხვას, უპასუხა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. დეპუტატი დაინტერესდა, ყოველთვიურის ნაცვლად, შსს რატომ გადავიდა დანაშაულის და საზღვრის კვეთის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე. გომელაურმა დანაშაულის სტატისტიკაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ შსს-მ გადაწყვეტილება ევროპული პრაქტიკის შესწავლის შემდეგ მიიღო. 


„სტატისტიკას ელექტრონული პროგრამა ითვლის, რომლის საფუძველზეც დანაშაულის სტატისტიკის წარმოება და გენერირება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება, რაც გამორიცხავს ხელოვნურ მანიპულაციას. არ არსებობს, რომ რაღაც ციფრი შეცვალონ, 2012 წლამდეც... არ შეიძლება, მკვლელობას ან სხეულის დაზიანებას ვერ დამალავ. არ არსებობს მაგის შანსი, პროკურატურა და სხვადასხვა სამსახურები უყურებენ.


დანაშაულის სტატისტიკა საკმაოდ კომპლექსურია და იგი მოიცავს დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების პროცესიდან, ბრალის წარდგენამდე, გამოძიების შეწყვეტამდე, სრულ ციკლს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდში არ არის საკმარისი სტატისტიკური სურათის შესაქმნელად. თვე, რომ გავა, ორ-სამ თვეში საქმე იხსნება, თუმცა ის ერთი თვის სტატისტიკა დევს. გაუხსნელი დევს [მონაცემები] მთელი წლის განმავლობაში, რაც არასწორი სტატისტიკაა.


შსს-მ შეისწავლა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და შემუშავდა მონაცემების გამოქვეყნების ახალი ვადები. ესპანეთი, ფინეთი და დანია ყოველკვარტალურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. ჩვენც მომავალში ასე გავაკეთებთ. ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი ყოველწლიურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკას. სამი-ოთხი ქვეყანაა, რომელიც ყოველთვიურად დებს სტატისტიკას", - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus