აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი შეხვდება გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლს, ასევე ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკსა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონს გერმანიაში ვიზიტისას, როცა ის მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის თაობაზე Reuters-ი იტყობინება და მოჰყავს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ნათქვამი: „ვიცე-პრეზიდენტი განიხილავს ბრძოლის ველზე უკრაინის დახმარების შემდგომ ნაბიჯებს და მცდელობებს, ხარჯები დააკისრონ რუსეთს.“
ჰარისს დაგეგმილი აქვს ფინეთის და შვედეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრა მათი ნატოში გაწევრიანების გარშემო სასაუბროდ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოკავშირეებთან ისაუბრებს ჩინეთთან ურთიერთობის საკითხზეც.
მიუნხენის კონფერენციის გახსნის დღეს, 17 თებერვალს, გერმანიის აეროპორტები გეგმავენ გაფიცვას, რაც მიუნხენის აეროპორტში ფრენების თითქმის სრულად შეწყვეტას გამოიწვევს.
შედეგად, კონფერენციის სტუმრების, ასევე მაღალი რანგის დიპლომატების დიდი ნაწილის ჩასვლა შეფერხდება, თუმცა სამთავრობო თვითმფრინავებს დაჯდომის მხრივ სირთულე არ ექნებათ.