ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში. თვითმხილველების თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ხობის მერის წარმომადგენელმა სოფელ ხამისკურში ირაკლი კუკავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. „სხვა დეტალები ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია“, - განმარტა მან.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.