რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ სიას რვა ადამიანის დაუმატა, მათ შორის, მომღერალი ზემფირა. ამის შესახებ რუსული BBC წერს.
უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ზემფირას შესახებ ვკითხულობთ:
„ღიად გამოდიოდა უკრაინის მხარდასაჭერად; სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო საქმიანობის განხორციელებისას გამოდიოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო მოწოდებებით; მხარდაჭერას იღებდა უცხოელი წყაროებიდან“.
ამავე სიაში მოხვდნენ პოლიტიკოსები დმიტრი გუდკოვი და აბბას გალლიამოვი, ლგბტ აქტივისტი ალექსანდრა კაზანცევა, ფონდის „არა ძალადობას“ ხელმძღვანელი ანა რივინა, ჟურნალისტი სერგეი ასლანიანი, ანალიტიკოსი სერგეი შპილკინი და აქტივისტი ტატიანა ნაზამბაევი.