“მაშ ასე! წიგნი, რომელსაც აკაკის, იაკობის, ვაჟას, თედო რაზიკაშვილის, ვალერიან გუნიას, გრიგოლ რობაქიძის, ილია ნაკაშიძის, ნინო ნაკაშიძის, დავით კარიჭაშვილის, გამომცემელ აკობიას და სხვა ცნობილ მოღვაწეთა ავტოგრაფები ჰქონდა, ივანე ელიაშვილის მიერ აკაკის იუბილეზე შეგროვებული, თვალსა და ხელს შუა გაქრა. მთელი ახალი წლის დასვენების დღეები ბუკინისტურ მაღაზიებში სიარულით დავკავდე და ვერ ვპატიობდი თავს; უნდა მეთქვა ტელეფონში რომ რასაც გინდა, იმდენს გადავიხდი! მაგრამ თან ვფიქრობდი: რამდენად უნდა იყიდოს ეს წიგნი ბიბლიოთეკამ? საახალწლოდ სტუმრად მიდული ფიქრებში მივდიოდი და სანამ არ მკითხავდნენ, რატომ ხარ ცუდ ხასიათზეო, არ ვიცოდი, რა მეთქვა, რადგან ვისაც მოვუყევი, თითქმის ყველამ გაკვირვებით შემომხედა: შენთვის გინდა თუ ბიბლიოთეკისათვის? მოგცლია, რა! წადი და ბავშვებს და ოჯახს მოახმარე, ბიბლიოთეკაზე ფიქრობ????
სამსახურში არავინ დადის, მე ვიღრინები ფეისბუკში, ვინ იცის, რაზე ვარ დაბოღმილი.
გადის კვირები.
ყველაფერი დამთავრდა?
გადავწყვიტე, ფეისბუკში დავდო ის ერთადერთი ფოტო ამ წიგნის სატიტულე გვერდისა და ძებნა გამოვაცხადო.
შევდივარ დადიანზე არსებულ წიგნის ბუკინისტურ სალონში და მხვდებიან მეგობარი ბუკინისტები. მისამძიმრებენ! პლეხანოვზეც მომისამძიმრა ბატონმა ტარიელ ჩიკვილაძემ. ლადო ბებიამ და თაზო გუჯეჯიანმა. ამათმა ყველაფერი იციან, სად რა და როგორ იპოვონ! ახალგაზრდები არიან და არაერთხელ შეაძენინეს ეროვნულ ბიბლიოთეკაა ისეთი განძი, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლისა, ბათუმის გამოცემა, ნიკო ნიკოლაძის წერილები ცოლთან, სხვა და სხვა.
ყველას ვუთხარი: ბიბლიოთეკა გადაიხდის 3 ათას ლარს! იცოდეთ ყველამ მეთქი. ლადოს და თაზის ჩაეცინათ. ჩავთვალე, რომ იფიქრეს-უფრო ძვირი ღირსო.
უნდა წავიდე მივლინებაში პარიზში და ვიგებ, რომ ლადო ბებიას გარდაეცვალა მამა. მივდივარ სამძიმარზე. ვუსამძიმრებ და.. გვერდით გამიყვანა. ბოდიში მოვუხადე-ვერ დავესწრები დაკრძალვას მეთქი. სიჩუმე. ამ დროს მეუბნება-არ გინდა იმ წიგნზე რაიმე აქტივობები, ვიცი, ვისაც აქვს. მე მივხედავ. რომ ჩამოხვალ, გნახავ. გავფრინდი პარიზში და 4 დღეში ჩამოვფრინდი. დილას გავედი სამსახურში. მაქვს თათბირი და მირეკავს ლადო!მეუბნება: ნახე ვოდსაბში ფოტო! კარგი მეთქი. დამავიწყდა… ათ წუთში მირეკავს თაზო! ფოტო ნახე? დაიცა მეთქი და ჩავხედე-რას ვხედავ: თაზო და ლადო ნანატრი წიგნით ხელში საკუთარ მანქანაში სელფი!
აღარაფერი მახსოვდა! სასწრაფოდ მოდით მეთქი. ვეძახი იშვიათ გამოცემათა განყოფილების ხელმძღვანელს, ვიკრიბებით და ვფიქრობთ-რა თანხა შეიძლება გადაიხადოს ბიბლიოთეკამ. მოვიდნენ ბიჭები და მოიტანეს წიგნი. რამდენი უნდა გადავიხადოთ მეთქი და ცივი სახე მინდა მივიღო, თვალის უბე მითრთის.
3000 ლარს გადავიხდით მეთქი!
ლადო მეუბნებნება:
-ჩვენ, მე და თაზოს საკმაო ხარჯი დაგვიჯდა ამ წიგნის შეძენისთვის, მაგრამ გვსურს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადავცეთ!
გავოცდი! ახალგაზრდა ბიჭები, ოჯახები აქვთ სარჩენი და …
-კარგად დაფიქრდით მეთქი!
-ჩვენ პატივს ვცემთ შენს მონდომებას, რასაც შენ ბიბლიოთეკისათვის არ იშურებ, ეს ბიბლიოთეკა ჩვენიცაა! ერთიც მინდა დავამატო, ამბობს ლადო, შემიწირვა გაკეთდეს ჩემი, თაზოს და ჩემი ბიჭის სახელზე.
ადგნენ და გავიდნენ. წიგნი მაგიდაზე დატოვეს.
ჩვენ არ დავიღუპებით, ჩვენ უკეთესი თაობა გვყავს
“გაუმარჯოს ამ პატრიოტებს-ლადო ბებიას და თაზო გუჯეჯიანს.
P.S. უნდა ვაღიაროთ, რომ სატიტულე ფურცელზე არცერთ წიგნს არ აქვს ამდენი ავტოგრაფი, აქამდე არ ჰქონდა წიგნზე ვაჟას ავტოგრაფი. ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უცხადებს ამ ორ გულანთებულ ქართველს,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი.