გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ხალხის სულიერი ლიდერი მაჰათმა განდი ინდოეთში იწოდება, როგორც “ერის მამა”. მოსამართლე, პოლიტიკოსი, აქტივისტი, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და ადამიანების უფლებებისთვის იბრძოდა და ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც, თუმცა წარმოუდგენელი კვალი დატოვა არა მხოლოდ ინდოელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს მეხსიერებაში.
მაჰათმა განდი და მისი ცხოვრება შთაგონების წყაროა უამრავი ადამიანისთვის. განდი ინდოელი ხალხის ბრიტანული კოლონიალური წნეხისგან გასათავისუფლებლად, დამოუკიდებლობის აღსადგენად და რელიგიური ტოლერანტობის დასამკვიდრებლად იბრძოდა. იგი პატივს სცემდა ყველა რელიგიის წარმომადგენელს და მტკიცედ სჯეროდა, რომ ყველა ადამიანს თანაბარი უფლებებით უნდა ეცხოვრა.
ხალხის სულიერი ლიდერი 1948 წლის 30 იანვარს მოკლეს, როდესაც იგი სალოცავად მიდიოდა. განდის 500 ადამიანი ელოდებოდა. როდესაც მათ უნდა მისალმებოდა, ინდუისტი ექსტრემისტი მასთან მიიჭრა და სამი ტყვია ესროლა. რადიკალი ფიქრობდა, რომ განდი ზედმეტ შემწყნარებლობას იჩენდა მუსლიმების მიმართ. ტერორისტი ჩამოხრჩობით დასაჯეს.
მაჰათმას შესახებ უამრავი ფილმია გადაღებული. მათგან ყველაზე ცნობილია 1982 წელს შექმნილი ისტორიული დრამა “განდი”, სადაც მთავარ როლს ბენ კინგსლი ასრულებს.
“იყავი ცვლილება, რომელიც გსურს, რომ დაინახო სამყაროში”.
“სიკეთეს სამყაროს შეცვლა შეუძლია”.
“ერის დიდებულება და მორალური პროგრესი იმით განისაზღვრება, თუ როგორ ეპყრობა იგი ცხოველებს”.
“ადამიანი მისი ფიქრების შედეგია”.
წყარო/ფოტო: Wiki