რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეომასალას შობის ღამეს კრემლში ხარების საკათედრო ტაძარიდან, რომელშიც მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რამდენიმე სასულიერო პირი ჩანს. ეს იყო შობის პირველი დღესასწაული მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში. სწორედ ამის გამო მიიპყრო ამ ფაქტმა მედიის ყურადღება.
"ხარების საკათედრო ტაძარში პუტინმა ლიტურგია მოისმინა. ხშირად ამ დღესასწაულზე სახელმწიფოს მეთაური ღვთისმსახურებას მოსკოვის გარეთ ესწრება, მაგრამ შარშან პუტინმა შობა დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს - მოსკოვის მახლობლად მდებარე რეზიდენციის სახლის ეკლესიაში აღნიშნა", - წერს რუსეთის სახელმწიფო მედია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მართლმადიდებლებს შობა მიულოცა.
"გულითადად გილოცავთ შობას! ეს ნათელი, საყვარელი დღესასწაული ადამიანებს შთააგონებს კეთილი საქმეებისა და მისწრაფებებისკენ“, - თქვა მან და დასძინა, რომ "ეს დღესასწაული ემსახურება საზოგადოებაში ისეთი მორალური პრინციპებისა და სულიერი ფასეულობების დამტკიცებას, როგორიცაა თანაგრძნობა, წყალობა, სამართლიანობა და სიკეთე".