ნიდერლანდის იუსტიციისა და უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თავშესაფრის თხოვნის მოთხოვნაზე რუსი წვევამდელებისგან, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. ამ საკითხზე უკვე არსებული მონატორიუმი 29 დეკემბრიდან ექვსი თვით გაგრძელოდა.
ამის შესახებ იტყობინება უწყების ვებგვერდი. საუბარია 18-დან 27 წლის ასაკამდე რუსეთის მოქალაქეებზე. უწყება განმარტავს, რომ მას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, იძულებული არიან თუ არა რუსი წვევამდელები, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ომში. მიმდინარე ანგარიში რუსეთის ჯარში არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადდა (უკრაინაში) სრულმასშტაბიან შეჭრამდე. ახალ ანგარიშს ნიდერლანდი 2023 წლის პირველ კვარტალში ელოდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს.
ანალოგიური რეკომენდაციები ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ მობილიზაციისგან თავის დაღწევის მიზნით. ნიდერლანდის საიმიგრაციო სამსახური მათთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას დროებით არ მიიღებს, რადგან 2022 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა მობილიზაციის შეწყვეტის შესახებ.
რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ჩავიდნენ ნიდერლანდში და შეიტანეს შესაბამისი განცხადება, ურჩევენ, არ დატოვონ ქვეყანა. მათი დეპორტაცია არ მოხდება. მორატორიუმი არ ვრცელდება რუს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებზე. მათთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას განაცხადის შეტანიდან 18-21 თვეში.