სანქტ-პეტერბურგში გამართულ დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს 8 ლიდერს ბეჭდები აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თითოეულ ბეჭედზე გამოსახულია დსთ-ს ემბლემა და წარწერა „გილოცავთ ახალ 2023 წელს“. გარდა ამისა, მასზე მითითებულია ქვეყნის სახელი, სადაც სამიტი გაიმართა - რუსეთი.
ბეჭდები გადაეცათ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჯომარტ ტოკაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, ასევე უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს.
როგორც მედუზა წერს, ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ ბეჭედი მიღებისთანავე გაიკეთა. პუტინმა კი მე-9 ბეჭედი თავისთვის შეინახა.
დსთ-ს არაფორმალური სამიტი სანქტ-პეტერბურგში 26-27 დეკემბერს გაიმართა.