Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ „ვიზა დისკრიმინაცია“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ „ვიზა დისკრიმინაცია“ უწოდა.

ზახაროვას განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქმედებები „ექვემდებარება ცინიკურ პოლიტიკურ ამოცანებს“, გარდა ამისა, ყირიმსა და სევასტოპოლში გაცემულ პასპორტებს ევროპის მიერ “სპეცოპერაციის” დაწყებამდეც კი არ იღებდნენ.

„ევროკავშირი ცალმხრივად ზღუდავს მილიონობით ადამიანის გადაადგილების თავისუფლებას და არ აძლევს მათ უფლებას, თავისუფლად აირჩიონ მოქალაქეობა და საცხოვრებელი ადგილი“ , – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირის ქმედებები არღვევს ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დაცვის სფეროში მიღებული დოკუმენტების დებულებებს და ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპს, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს სუვერენიტეტის არაღიარება არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ტერიტორიის მცხოვრებთა უფლებების დარღვევის საფუძვლად.

„ასეთი სეგრეგაციის პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რაც კიდევ ერთხელ ასახავს ევროკავშირის ჭეშმარიტ მტრულ ზრახვებს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ. ამ ქმედებების რეალური შედეგი იქნება ევროკავშირის მხრიდან ავტორიტეტის შემდგომი დაკარგვა საერთაშორისო საქმეებში“ , – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ე.წ. ახალ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღეს და ოფიციალურად დღეს, 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus