Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ უკრაინას უგზავნის Patriot-ის ტიპის სისტემას, 1.85 მილიარდი დოლარის დახმარების ფარგლებში

ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც. თეთრი სახლის ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ვაშინგტონთან დაეშვებოდა, მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტით მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.


დახმარების პაკეტი მოიცავს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს და აღჭურვილობას პენტაგონის მარაგებიდან, მათ შორის Patriot-ის პირველ სისტემას, და 850 მილიონი დოლარის დაფინანსებას უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. დახმარების ნაწილით დაფინანსდება სატელიტური კომუნიკაციების სისტემა, რომელიც, დიდი ალბათობით, მოიცავს ილონ მასკის მფლობელობაში მყოფ, SpaceX Starlink-ის მნიშვნელოვან სატელიტს.


უფრო დეტალურად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალ პაკეტში შედის:


საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot და მისი აღჭურვილობა,


დამატებითი შეიარაღება მაღალი მობილურობის სისტემა HIMARS-ისთვის;


155 მილიმეტრიანი მაღალი სიზუსტის 500 ერთეული საარტილერიო ჭურვი;


120 მილიმეტრის 10 ერთეული ნაღმსატყორცნი, თავის 10 000 ჭურვით;


60-და 82 მილიმეტრიანი 10 ნაღმსატყორცნი;


37 ერთეული ავტომობილი Cougar-ი ნაღმებისგან დამცავი სისტემით აღჭურვილი;


120 შეჯავშნული მულტიფუნქციური ბორბლებიანი მანქანა HMMWV;


6 ერთეული შეჯავშნული სატვირთო მანქანა;


მაღალი სიზუსტის საავიაციო აღჭურვილობა;


2700-ერთეულზე მეტი ყუმბარსატყორცნი და ცეცხლსასროლი იარაღი;


Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;


ასაფეთქებელი მოწყობილობა;


ღამის ხედვის და დამიზნების მოწყობილობა;


კავშირგაბმულობის ტაქტიკურად დაცული საშუალებები.


პაკეტით უკრაინას ასევე გადაეცემა საარტილერიო და სატანკო ტყვია-წამალი, "გრადის" ტიპის რაკეტები, გათავალისწინებულია დაფინანსება წვრთებისთვის და აღჭურვილობის შენარჩუნებისთვისაც.


როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, ის ვაშინგტონში იმყოფება იმ მიზნით, რომ აშშ-ს მადლობა გადაუხადოს დახმარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში, და მოლაპარაკების გამართვისთვის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.


"მომავალ წელს ჩვენ უკრაინის დროშა და თავისუფლება უნდა დავაბრუნოთ ჩვენს მთელს ტერიტორიაზე, მთელს ხალხთან" - წერს ზელენსკი ტელეგრამით აშშ-ში ჩასვლის შემდეგ.


ზელენსკი შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus