პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მმართველი პარტიის ერთ-ერთი შეცდომა დაასახელა. მას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს პატიმართა მიმართ მოპყრობის აღსაწერად, საჭირო იყო რომელიმე ციხეში „ბოროტების მუზეუმის” გახსნა.
„იცით რაში არის ჩვენი შეცდომა, კიდევ ერთი? რომ 2012 წლის შემდგომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში არ გაიხსნა ბოროტების მუზეუმი. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, – აღნიშნა ბრეგაძემ და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შესაფასებლად ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკები ახსენა, – რომ მომავალ თაობებს ენახა, როგორც დღეს „კონცლაგერების“ ნახვა არის შესაძლებელი. ეს შეცდომა დავუშვით ჩვენ. დღეს, სწორედ, ამიტომ ვიღებთ პასუხად… ბედავენ იმ კითხვის დასმას, რომ ვინმეს აწამებენ. რა არის წამება? ის, როდესაც ყველა მისი [სააკაშვილის] უფლება არის დაცული?! როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმე შეწყვიტა, იმიტომ, რომ არაფერი მანდ არ იყო სანახავი. ეს არის წამება?! 1500 ვიზიტორი? VIP-პალატაში განთავსება არის წამება? გაიხსენეთ, როგორ ექცეოდნენ სხვებს. მისი [სააკაშვილის] რომელი უფლება არის დარღვეული? აბა თქვით, რომელიმემ კონკრეტული უფლება”.
პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძეს უსმენენ.