Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ორშაბათს, 21 ნოემბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის ყველა წევრს მოუწოდებს "მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, ტერორისტული სახელმწიფოა".


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის საკითხზე.


"რუსეთის ხელმძღვანელები ნამდვილი ტერორისტებივით მოქმედებენ, უპრეცედენტო ბარბაროსობის დემონსტრირებით - სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ისინი საერთაშორისო ტრიბუნალებზე უნდა გასამართლდნენ, როგორც ტერორისტები" - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა თავმჯდომარემ, ჟოელ გარიო-მაილიამმა.


მანამდე ანალოგიური რეზოლუცია მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტებმა.


უკრაინა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ. აშშ-ის ადმინისტრაციაში ოქტომბერში განაცხადეს, რომ არ არიან მზად რუსეთის ცნობისთვის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად, რადგან, როგორც თეთრი სახლი მიიჩნევს, ასეთი აღიარება სრულად აღკვეთს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში. ამგვარი აღიარების წინააღმდეგ ახლახან გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus