Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ელისაშვილი: თუ კიდევ გავრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოა, არ გამოვრიცხავ, შევხვდე და ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა

გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, უბრალოდ თუ კიდევ გავრცელდება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ საეჭვოა, არ გამოვრიცხავ, შევხვდე და ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, კატეგორიულად მოითხოვს, რომ იცოდეს, რა სჭირს რეალურად სააკაშვილს.

„სურვილი აქამდე არ მქონია, მაგრამ არ გამოვრიცხავ. მე არც ექსპერტი ვარ და არც სამედიცინო რამეები გამეგება, მაგრამ უბრალოდ მე მინდა, ჩემი შთაბეჭდილებები მქონდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ერთი მთავარი, რასაც მე მოვითხოვ, ახლა განსაკუთრებით უფრო კატეგორიულად, არის ის, რომ ვიცოდეთ, რა სჭირს რეალურად სააკაშვილს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მომხრეა, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ ადეკვატურ სამედიცინო პირობებში.

„კატასტროფა იქნებოდა ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანის სირცხვილი, როგორი დამოკიდებულება გვაქვს, არ გვაქვს სააკაშვილთან, არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი არის პირველ რიგში ადამიანი და ადამიანი საპატიმროში არ უნდა მოკლა და სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო. ეს არ მომწონდა მე სააკაშვილის, რომ არაადამიანურ პირობებში ჰყავდა პატიმრები, ღირსებააყრილი, ხუთკაციან საკანში 40-60 ჰყავდა და ამიტომ იყო, რომ მაშინ ვუპირისპირდებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus