Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 9 ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა და ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა.


კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქცია ყველა მოქმედ და გასაუბრებაგავლილ კანდიდატს დაუჭერდა მხარს იმ მოტივით, რომ ამ თემაზე "პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელი არ შეეშალოს".


სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ კიდევ ერთ კანდიდატს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც გასაუბრებაზე არ მივიდა, მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ენმ-ის წარმომადგენელმა ნატო ჩხეიძემ, დაუჭირა მხარი. მათი ხმები კომიტეტის დადებითი რეკომენდაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.


კომიტეტზე გამართულ კენჭისყრისზე კანდიდატებისადმი მხარდაჭერა ასე განაწილდა:



ანა აბაშიძე - 7 მომხრე; მარიკა არევაძე - 6 მომხრე; გიორგი ბურჯანაძე - ერთხმად - 9 მომხრე; ლელა გაფრინდაშვილი - 6 მომხრე; სოფიო დემეტრაშვილი - 6 მომხრე; თინათინ ერქვანია - 6 მომხრე; ევგენია თავაძე - 6 მომხრე; ალექსანდრე კობაიძე - 6 მომხრე; ლევან კოკორაშვილი - 6 მომხრე; ნუგზარ კოხრეიძე - 6 მომხრე; გიორგი მარიამიძე - 6 მომხრე; სერგო მახარაძე - 6 მომხრე მაკა მინდიაშვილი - 6 მომხრე; ჯემალ ნათელაშვილი - კანდიდატურა მოხსნა; ნიკოლოზ ნიკოლაძე - კანდიდატურა მოხსნა; ქეთევან ჩაჩავა - 6 მომხრე; გიორგი ცობეხია - კანდიდატურა მოხსნა; იაგო ხვიჩია - 6 მომხრე; ნაზი ჯანეზაშვილი - გასაუბრებაზე არ ყოფილა - 2 მომხრე.


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველებობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დაასრულა.


სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ომბუდსმენის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus