Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა – ინფორმაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ ჩერნევი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ამჟამად მადრიდში იმართება, მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსი დამნაშავეების დასასჯელად და რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

„ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გაეგზავნება ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს“, – განაცხადა ჩერნევმა.

„ამ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ასახავს დასავლეთის საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობას და შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნების ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილების მიღებისას“, – განმარტა უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus