ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მობილიზებულებს 1950-იანი წლების იარაღით აგზავნის.
„ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთმა უკრაინის ფრონტის ხაზზე რამდენიმე ათასი ახლად მობილიზებული რეზერვისტი გაგზავნა. ხშირ შემთხვევაში ისინი ცუდად არიან გაწვრთნილი“, – აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით თანახმად, მობილიზებულები ზოგჯერ უკრაინაში იარაღის გარეშეც ჩადიოდნენ, რამაც რუსი ოფიცრების შეშფოთება გამოიწვია.
„რუსული არმია კარგავს კონტროლს ყველა დონეზე. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რვა თვის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მართვის ძირითადი ელემენტები სულ უფრო უუნარო ხდება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.