Мы в Telegram
Добавить новость

«Молодежь Москвы» развивает студенческое сообщество

Соловьев: вертолет президента Ирана Раиси могли намеренно сбить

Хаменеи надеется, что президент Ирана Раиси жив после жесткой посадки вертолета

SHAMAN рассказал, почему не видит смысла носить нижнее белье



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძე "ქართულ ოცნებას" 31 კითხვას უსვამენ

ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძე

სამი ოპოზიციური პარტია, "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესში 31 კითხვას უსვამენ. პარტიები აცხადებენ, რომ ეს არის საკითხები, რომელიც ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში აღქმულია როგორც შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე.

"ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციური პარტიების დასმული კითხვები:

"რატომ მოახდინეთ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ანულირება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან დაახლოებით 10 დღეში? რატომ ჩათვალეთ, რომ ბრიუსელში ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ? რატომ არ უბრუნდებით 19 აპრილის შეთანხმებას?"

"რატომ თქვით უარი სასამართლო რეფორმაზე და შემდეგ ვირეშმაკობას მიყავით ხელი, თითქოს ევროკავშირის 75 მილიონი ევრო არ გჭირდებოდათ? რატომ იტყუებით სკოლის მოსწავლეებივით დღემდე ამ თემაზე?"

"რატომ გააგრძელეთ შარშან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშნვა, როცა 19 აპრილის შეთანხმება ცალსახად ითხოვდა ამ პროცესის დროებით შეჩერებას? რატომ დანიშნეთ დემონსტრაციულად წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ მურუსიძე და გვრიტიშვილი მაშინ, როდესაც შინ და გარეთ ყველამ იცის, რომ ისინი არიან ე.წ. კლანის წევრები?"

"რატომ გააგრძელეთ შარშან უზენაეს სასამართლოში დაჩქარებულად მოსამართლეების დანიშვნა, როცა 19 აპრილის შეთანხმება ცალსახად ითხოვდა ამ პროცესის დროებით შეჩერებას? რატომ უგულვებელყავით გაფრთხილებები ევროკავშირიდან, ისევე როგორც აშშ-ს საელჩოს საჯარო პოსტი, ყვითელი მარკერით გახაზული ტექსტით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ უნდა გაგეკეთებინათ?"

"რატომ შეცვალეთ შარშან ცესკო თავმჯდომარის არჩევის წესი ისე, რომ მისი არჩევა დაჩქარებულად შესძლოთ ოპოზიციის გარეშე? რატომ მიიღეთ კანონი, რომლითაც „ვადაგასულ“ თავმჯდომარეს ფაქტიურად უვადოდ და მუდმივად შეუძლია თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება? რატომ გგონიათ, რომ ამას არ ჩათვლიან ევრო რეკომენდაციის დარღევად ევროსტრუქტურები?"

"რატომ გააუქმეთ შარშან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიუხედავად ამ საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა ბრიუსელის მხრიდან?"

"რატომ დააკავეთ ნიკა გვარამია ["მთავარი არხის" დირექტორი] კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე? საერთოდ რატომ დააკავეთ ისეთი მუხლით, რომლითაც აქამდე არასდროს არავინ დაუკავებიათ ამ ქვეყანაში?"

"რატომ თქვით უარი ოპოზიციის მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის განხილვაზე, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ დარეგისტრირდა მაშინ, როცა ეს იყო ევროკომისიის პირდაპირი რეკომენდაცია?"

" რატომ არ დაწიეთ საარჩევნო ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-მდე ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით?"

"რატომ თქვით გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარი, ისე როგორც ეს არის გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში? რატომ დაუბრუნდით ახლა ისევ ამ საკითხს თუ როგორც აცხადებდით ამ წესის შეცვლა არ შეიძლებოდა?"

"რატომ არ ჩაატარეთ შარშან სექტემბერში სუს-იდან გამოჟონილი უკანონო ფარული მიყურადების მასალებზე დამაჯერებელი გამოძიება? რატომ უსმენდით და უთვალთვალებდით დიპლომატებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს?"

"რატომ არ დასაჯეთ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები?"

"რატომ შეიტანეთ დაჩქარებული წესით ცვლილებები ე.წ. მოსმენების კანონში, როდესაც არაერთი ევროპული სტრუქტურა გაფრთხილებდათ რომ ამის გაკეთება შეუთავსებელია ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან? რატომ „დაძლიეთ“ პრეზიდენტის ვეტო ამ კანონზე რითაც კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად უარყავით ევრორეკომენდაციები? რატომ დაუშვით, რომ ამას უყურადღებოდ დატოვებდნენ?"

"რატომ ემუქრებოდით საჯაროდ ევროკავშირის ინსტიტუტებს თუ არ მოგვცემთ სტატუსს, ფარდას ავხდით ყველაფერსო?"

"რატომ გააშიშვლეთ და ათრიეთ იატაკზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი?"

"რატომ არ მიაღებინეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს, რომლის წევრიც არის ქართული ოცნება (ისე როგორც ეს გააკეთა ALDE-მ ჩვენი ინიციატივით)?"

"რატომ გამოუცხადდეთ ბოიკოტი საგანგებო სესიას (სასესიო სხდომები და საკომიტეტო მუშაობა), რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია და რომელზეც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ერთობლივად უნდა ემუშავა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე?"

"რატომ გამოუცხადეთ ბოიკოტი საგანგებო სესიას, რომელიც მოწვეული იყო პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე და რომელზეც უნდა მომხდარიყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება? ხოლო, მოგვიანებით როგორ მოხდა, რომ რეზოლუციის თქვენ ვერსიაში, რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ნახსენებიც კი არ იყო?"

"რატომ გამოაცხადეთ საქართველოს მტრად ევროკავშირის ყოფილი ელჩი მას შემდეგ, რაც მან დაასრულა თავისი მისია ამ ქვეყანაში?"

"რატომ დასჭირდა მრავალათასიანი მიტინგები და მწვავე პროტესტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ხელი მოეწერა კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღების განაცხადს? რატომ აცხადებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არაფერს ნიშნავდა და უბრალო ფორმალობა იყო?"

"რატომ ესხმით თავს და ლანძღავთ აშშ ელჩს თქვენი კონტროლირებადი ანტიდასავლური ჯგუფების მიერ და არათუ არ ემიჯნებით, საჯაროდ მხარს უჭერთ მათ ამ ანტიდასავლურ შეტევებს?"

"რატომ განაცხადა თქვენი პარტიის ფორმალურმა უფროსმა სტატუსის არ მოცემა ოცნების ბრალი კი არ არის, არამედ იმის ბრალია რომ გეოგრაფიულად შორს ვართ და ომში რომ არ ვართ ჩართულიო? რა შეიცვლება ამ მხრივ მომავალ წელს?"

"რატომ ლანძღეთ და დღემდე ლანძღავთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი ლობისტების დასავლეთში?"

"რატომ გააფუჭეთ ურთიერთობა ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, სკანდინავიის ქვეყნებთან, როცა სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ საქართველოს ინტერესების მთავარი დამცველები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში?"

"რატომ არ გქონდათ სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე და არ გაქვთ დღემდე უმაღლესი დონის ვიზიტები ევროპის წამყვან ქვეყნებში ისევე, როგორც ტრადიციულად ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში? აქეთ რატომ არ ჩამოდიან ამ ქვეყნების ლიდერები?

"რატომ გამოყარეთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ე.წ. სამუშაო ჯგუფებიდან, სადაც თითქოს 12 პუნქტის შესრულებაზე მიდიოდა მუშაობა?"

"რატომ მოიტყუეთ და დღემდე იტყუებით თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას? რატომ ვირეშმაკობთ თითქოს ე.წ ‘ხალხის ძალა’ ცალკე პოლიტიკური წარმონაქმნია? რატომ გადაწყვიტეთ რომ ბრიუსელში ისეთი იდიოტები არიან, ვერ ხვდებიან რას აკეთებთ ამ ყველაფრით?"

"რატომ ლანძღავთ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რასაც არ უნდა წერდნენ ან იძახდნენ ისინი? ხომ გასაგებია რომ უკრაინის მორალური უპირატესობა ახლა არის ამ ქვეყნისთვისაც ყინულმჭრელი ევროპისკენ და ზოგადად დასავლეთისკენ?"

"რატომ არ დაიკავეთ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ცხადი და არაორაზროვანი პოზიცია?"

"რატომ არ ითხოვთ 12 პუნქტის შესრულების პროცესში ევროპელი ექსპერტების ჩართვას, თუ მართლა არსებობს ამ მოთხოვნების შესრულების პოლიტიკური ნება?"

"რატომ დაარეგისტრირეთ უკრაინულიდან თარგმნილი "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტი, როცა გასაგებად აგიხსნეს ბრიუსელიდან რომ ეგ კანონი უკრაინის რეალობაზეა მორგებული და საქართველოს ჩვენს რეალობაზე მორგებული კანონი სჭირდება? რატომ ამბობთ უარს ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნაზე?"

26 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა სამი ოპოზიციური პარტია: გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი", ზურა ჯაფარიძე - „გირჩი-მეტი თავისუფლება" და ელენე ხოშთარია - „დროა". მათ პირველი ერთობლივი განცხადება 27 სექტემბერს გაავრცელეს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сотрудники Пушкинского ОВО Главного управления по Московской области написали «Диктант Победы»

Погодное крушение: президент Ирана погиб в авиакатастрофе

Томские ученые предлагают производить "верблюжью простоквашу"

Ситуация под Авдеевкой на 20 мая. Карта боевых действий на сегодня: ВС РФ продвигаются на рубеже Уманское - Нетайлово

Музыкальные новости

Россия, Культура, Театр и Дети: ПДД обучает спектакль театра кукол Ульгэр

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Гандболистки «Ростов-Дон» уступили ЦСКА в финале чемпионата России

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России

Новости России

Томские ученые предлагают производить "верблюжью простоквашу"

Сотрудники Пушкинского ОВО Главного управления по Московской области написали «Диктант Победы»

Погодное крушение: президент Ирана погиб в авиакатастрофе

Собянин: 985 компаний приняли участие в Московской неделе интерьера и дизайна

Экология в России и мире

C 20 по 26 мая 2024 года проходит Неделя профилактики заболеваний эндокринной системы

Каскадная лестница из мрамора

В Турции в ужасе удивились: сотни нелегальных отелей как ни в чем не бывало принимают туристов и выставляются на площадках бронирования

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Спорт в России и мире

Рахимова прошла во второй круг турнира WTA в Рабате на отказе Таунсенд

Соболенко проиграла Свентек в финале турнира WTA-1000 в Риме

Джокович выступит на турнире АТР по уайлд-кард в третий раз в карьере

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Moscow.media

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении

Разделение изотопа

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

В деле об убийстве в Екатеринбурге шестилетнего мальчика появился третий фигурант











Топ новостей на этот час

Rss.plus






На востоке Подмосковья начата обработка лесов от непарного шелкопряда

Актер Иван Колесников: в Париже много сумасшедших, но не в Москве

Более 160 различных вещей оставили пассажиры Подмосковья в поездах ЦППК

Опасное масло, яйца и творог обнаружили в нескольких нижегородских больницах