ერთგულება წარმატებული ურთერთობის გასაღებია. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს მისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული თვისება აქვს. ზოგი მეტად სხარტია, ზოგი მაღალი ინტელექტის მქონე, მხიარული, ჯიუტი ან თუნდაც მეგობრული.
კირჩხიბი
მისი მგრძნობიარე, სათუთი ემოციური სამყარო ამ ზოდიაქოს ყველაზე ერთგულ ნიშნად აქცევს. ისინი გამორჩეულად ემპათიურები არიან. კარგად ესმით სხვისი ტკივილის. კირჩხიბი ყოველთვის მოგისმენთ, გაიზიარებს თქვენს პრობლემებს და არც რჩევების გაცემას დაიზარებს. გარდა ამისა, იგი საოცრად სენტიმენტალურია, თუ დაინახავს, რომ შეუძლია გენდოთ, მაშინ არასოდეს მიგატოვებთ და მუდამ თქვენს მხარს დაიჭერს.
კურო
იგი მეორე ყველაზე ერთგული და მეგობრული ზოდიაქოს ნიშანია. ისინი საუკეთესო პარტნიორები არიან, არ აქვს მნიშვნელობა საქმე ოჯახურ წრეს ეხება, მეგობრულს თუ სასიყვარულოს. კუროს ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანი საოცრად ძლიერი დასაყრდენია, მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგიძლიათ ენდოთ.
ქალწული
გამორჩეული ზოდიაქოს ნიშანია. იგი არ თამაშობს, არ აწყობს ინტრიგებს. მუდამ პირდაპირი და სამართლიანია. თუ მის გულს ერთხელ მოიგებთ, მუდამ გიერთგულებთ. გულუხვები და კეთილები არიან. რაც მთავარია, თუ უყვარხართ, მუდამ კეთილგანწყობილი იქნება თქვენ მიმართ.
მორიელი
მორიელის ნდობის მოპოვება ძალიან რთულია. მეამბოხე, კომპლექსური და ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა თუ საკუთარი სამყაროს კარს გაგიღებთ, მაშინ ნებისმიერ ფასად დაგიცავთ და მარტო არ დაგტოვებთ. არავის მისცემს უფლებას მისი მეგობარი დაჩაგროს ან ზიანი მიაყენოს.
ლომი
მათ უყვართ ფართო სოციალური კავშირები. ლომები ექსტრავერტები არიან. მუდამ ილტვიან ადამიანებთან ურთიერთობისკენ, თუმცა ახლობელ ადამიანებს დიდი სიფრთხილით არჩევენ. არც მათი ნდობის მოპოვებაა ადვილი. მაგრამ გყავდეს ლომი მეგობარი, ნიშნავს დაეყრდნო და ენდო მას აბსოლუტურად ყველაფერში.
წყარო/ფოტო: Keen