სულ მცირე 81 ადამიანამდე გაიზარდა ინდოეთში, გუჯარათის რეგიონის ქალაქ მორბიში მდინარეზე გადებული საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლთა შორის არიან ბავშვებიც, დაშავებულია ათობით ადამიანი.
230 მეტრის სიგრძის ისტორიული ხიდი აშენდა მეცხრამეტე საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს. ის ექვსი თვის განმავლობაში დახურული იყო, სარემონტო სამუშაოების გამო და მხოლოდ გასულ კვირაში გაიხსნა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით - რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება თავის მშობლიურ გუტარათის რეგიონში - აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებები მობილიზებულია სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.