თურქეთის თავდაცვის მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს კოლეგებთან მოსკოვსა და კიევში, რათა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე აღდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
Reuters-ი განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰულუსი აქარმა მხარეებს სთხოვა, თავიდან აიცილონ ნებისმიერი „პროვოკაცია“, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შეთანხმების გაგრძელებაზე.
„ბოსფორის მიმდებარედ მყოფი მარცვლეულით დატვირთული გემების შემოწმება დღეს და ხვალ გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.