ხარკოვის ოლქის ბოროვსკის რაიონში, სოფელ კოპანკის მახლობლად მიაგნეს მასობრივი საფლავს.
უკრაინის პოლიცია იტყობინება ადგილობრივი მცხოვრებლების ნაამბობის თანახმად, რომ საფლავი გათხარეს რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც უკან დაიხიეს რეგიონის ტერიტორიიდან,
საფლავში შეიძლება იყოს 17-მდე ადამიანის გვამი. სოფლის მცხოვრებლების თქმით, რუსმა სამხედროებმა 13 აპრილს სატვირთო მანქანით მოიტანეს გვამები, ექსკავატორით ამოთხარეს მიწა და იქ ჩაყარეს. შემდეგ სამხედროებმა საფლავი ტანკებით მოასწორეს, არავითარი ნიშანი არ დასვეს და სხვებსაც არ მისცეს ამის გაკეთების უფლება.
სექტემბერში უკრაინის არმიამ კონტრშეტევის შედეგად გაათავისუფლა ხარკოვის ოლქში ქალაქი იზიუმი და კიდევ სამასამდე დასახლებული პუნქტი. რუსეთის არმიამ დატოვა რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი. მოგვიანებით იზიუმში ნახეს მასობრივი საფლავი, სადაც 436 ადამიანის გვამს მიაგნეს. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, მათი უმეტესობას ეტყობა ძალადობრივი მკვლელობის კვალი, 30 მათგანი ნაწამებია.