Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: ასეთი სამართლებრივად სამარცხვინო განაჩენი არ მომისმენია არასდროს

ადვოკატი ანა თავხელიძე, რომელიც სასამართლოში ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, აკრიტიკებს დოროყაშვილის ყოფილი ქმრის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს.


„ასეთი სამართლებრივად სამარცხვინო განაჩენი არ მომისმენია არასდროს. ასეთი განაჩენის და მსხვერპლის დამუნათების მერე რომ მსხვერპლებს მოუწოდებ პოლიციაში წასვლისკენ, ამაზე დიდი ირონიაც არ ვიცი.


ქალბატონო მოსამართლე, ალბათ, თქვენს დღევანდელ დასაბუთებას (ძალიან კარგია რომ საჯარო იყო) რომ მოისმენთ, ოდესმე შეგრცხვებათ თქვენივე სიტყვების.


პ.ს. შეგატყვეთ ქალბატონო მოსამართლე გაბრაზება, რაც ალბათ, გუშინ თქვენი პასუხის საჯარო კრიტიკით იყო გამოწვეული", - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე ადვოკატმა ანა თავხელიძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.








საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი დღეს, 21 ოქტომბერს, გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.


ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილის ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus