Мы в Telegram
Добавить новость

Москвичам напомнили о перекрытии дорог 9 мая

Подмосковное УФАС признало рекламу на транспортном средстве незаконной

Дом для участников программы реновации построили в Южнопортовом районе

Инсталляции в виде звезд и буквы «М» появились возле 11 станций метро в преддверии 9 Мая



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როგორ განმარტავს მოსამართლე ბასილაშვილის გამართლებას

დღეს, 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან ვრცლად, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით განმარტა მისი გადაწყვეტილება.

ფსიქოლოგიური ძალადობა

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედებოდა ძალადობაში 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე მომხდარ სხვადასხვა ეპიზოდში.

მოსამართლემ თქვა, რომ გამოკვლეული მტიცებულებებით ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატიური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებული არ არის.

ბრალდების მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამცირებაში გამოიხატა, ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ ძალადობას და ასევე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტერორს ნელი დოროყაშვილის მიმართ.

მოსამართლის თქმით, ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ნამდვილად იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს, ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა "ამის საპირწონედ, ამავე ვიდეო-აუდიოჩანაწერებში იყო ნელი დოროყაშვილის ქმედებები".

"ამ ჩანაწერებით თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ, უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება".

ამას გარდა, გამოჩნდა, რომ მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში გაითვალისწინა ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი ალტერნატიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ექსპერტი ასკვნიდა, რომ თავად ჩოგბურთელი განიცდიდა წლები ფსიქოლოგიურ ტანჯვას ცოლის მხრიდან.

"ბრალდებას ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორეს მხრივ, უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა. თუმცა მტკიცებულებებით ეს ასე არ მოხდა".

მოსამართლემ განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ბასილაშვილის მხრიდან რომ შეაფასოს, როგორც დასჯადი ქმედება, ეს უნდა ყოფილიყო სისტემატიური ხასიათის.

"პირობითად, თუკი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა პირს 2017 წელს, შემდეგ უკვე 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში თუკი ისევ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს არ არის დასჯადი ქმედება".

ეკონომიკური ძალადობა

ხათუნა ხარჩილავას თქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის აფქტი.

მოსამართლემ შეაფასა ნელი დოროყაშვილის ჩვენება, რომ თანაცხოვრების დროს ხშირად მასზე მისი მეუღლე ეკონომიკურად ძალადობდა, უბლოკავდა მას შესაბამის საბანკო ბარათს. ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მან ამ ნაწილში ეჭვქვეშ დააყენა ნელი დოროყაშვილის მონათხრობის სანდოობა.

"დაზარალებული ბრძანებდა რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ეს ბარათი, შესაბამისად იძულებული გახდა დახმარება მიეღო მამის მეგობრის მიმართ.

სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი მოესმინა ვინ იყო მამის მეგობარი. სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი და გვარი, შესაბამისად გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში.

ამის საპირწონედ, დაცვის მხარემ გამოიკვლია საბანკო ანგარიშწორება ამოანაწერი ბანკიდან, რომლის მიხედვით დასტურდება, არამხოლოდ აშშ-ში, იქამდე, საქართველოშიც, ამ ამონაწერების მიხედვით არ ფიქსირდება რომელიმე ეტაპზე ამ ბარათის დაბლოკვის ფაქტი.

სასმაართლოს გაუჩნდა მოლოდინი, ბრალდების მხარე წარმოუდგენდა სასამართლოს სხვა მტკიცეულებას, იგივე ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. ამგავრი ინფორმაცია ვერ მივიღეთ".

გარდა ამისა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, ნელი დოროყაშვილი, რომელიც მიმოწერებს აარქივებდა, შეეძლო, მინიმუმ მობაილ ბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია.

"მინიმუმ ჩეკი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ ვერ განხორციელდა ტრანზაქცია".

გენდერული დისკრიმინაცია

ამ ნაწილშიც, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურდა გენდერული დისკრიმინაცია.

ბრალდების მიხედვით, გენდერული დისკრიმინაცია გამოიხატა შევიწროებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს უკრძალავდა მუშაობას, ხელს უშლიდა თვითრეალიზებაში, სამოდელო კარიერის ჩამოყალიბებაში. "თუმცა ამის საპირწონე მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ" , - აღნშნა მოსამართლემ.

მან თავის განმარტებით ნაწილში თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გავლენა იქონია იმ წარდგენილმა მიმოწერებმა, რაც ბასილაშვილის დედამ სხდომაზე მიიტანა. ეს მიმოწერა საქმეში არ იდო და ნატალია ნაჭყებიამ მხოლოდ მისი გამოკითხვისას წარადგინა სხდომაზე. დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები მოსამართლემ მტკიცებულებად არ დაუშვა, თუმცა ზეპირი ჩვენების სახით მიიღო.

"შეიძლება ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს ეჭვი, რატომ ვენდოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას? ის ხომ შეიძლება იყოს სუბიექტური? ცხადია, სასამართლო მას არ დაეყრდნო, მაგრამ შეაფასა ის ინფორმაცია, რაც წერილობითი დოკუმენტის სახით მოწმემ მისი დაკითხვის დროს სასმაართლოს წარმოუდგინა. ცხადია, სასამართლომ ეს მიმოწერები დაათვალიერა, ისევე, როგორც თითოეულმა მხარემ. იქ დასტურდება, რომ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არაა გენდერული დისკრიმინაცია. ნელი დოროყაშვილი მოწმეს წერს, რომ სამსახური მას ხელს არ უწყობს, იგი სისტემატიურად მის მეუღლეს დაყვება ტურნირებზე და აქედან გამომდინარე, იძულებულია წამოვიდეს სამსახურიდან".

ასევე, მოსამართლე შეეხო დოროყაშვილის ჩვენების იმ ნაწილსაც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არ აძლევდა საშუალებას მას,=, როგორც ქალს, სიგარეტი მოეწია. "აქაც გამოვიკვლიეთ ჩანაწერი, სადაც ვიგებთ ტექსტს: განა ნიკოლოზ ბასილაშვილი მას უკრძალავს სიგარეტის მოწევას, არამედ ეუბნება, რომ მტელი დღე ისედაც ხომ ჩემ გარეშე ხარ..." - მოსამართლე აქვე იწყებს ბასილაშვილის დასკვნითი სიტყვის მოხსენიებას, რომელიც დახურულ სხდომაზე ითქვა: "აგვიხსნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საბოლოო სიტყვაში: ვარ სპორტსმენი, მთელი ცხოვრება ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, არ მინდოდა, ჩემი თანდასწრებით სიგარეტის კვამლში მემგზავრაო".

ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები.

ფიზიკური ძალადობა - აშშ-ის ეპიზოდი

მოსამართლემ ამ ნაწილის განმარტებისას თავშივე თქვა, რომ სასამართლოს საწყის ეტაპზე ჰქონდა მოლოდინი, ეს იყო ის ეპიზოდი, სადაც ყველაზე მეტი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო.

"ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს ქმართან იყო შტატებში, სასტუმროში. გვიან ღამით მეუღლე მოდის სასტუმროს ნომერში, მას აყენებს ფიზიკურ ძალადობას და ის ხორციელდება 1-1,5 საათის განმავლობაში. დაზარალებული ამბობს, რომ მეუღლემ თმით ითრია, ასევე ძალადობა ხორციელდება ხელებით და ფეხებით. დაზარალებულის თქმით, ამ ძალადობის შემდეგ მეტს ვერ ვუძლებდი და მივიღე გადაწყვეტილება, განვრიდებოდი სიტუაციას, ჩავწექი საწოლში და ვიფიქრე, ნიკოლოზ ბასილაშვილი თავს დამანებებდა. თუმცა პარალელურად იქვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ფარულად ჩაიწეროს.

ჩვენ, იურისტები ვთანხმდებით, რომ კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერის გაკეთება სამართლებრივად არაა დასაშვები, გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ემსახურება თვითდახმარების მიზანს, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის კატეგორიაში.

დაზარალებული როცა ამბობს, რომ მან გადაწყვიტა ფარული ვიდეოს ჩაწერა, ამ დროს გრძელდება ძალადობა, გაბრაზებული ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს სასტუმროს ნომერი, თუმცა იქამდე, დაახლოებით 20 კილოგრამ ჩანთას რომელშიც მოთავსებულია ჩოგნები, არტყამს მთელ სხეულზე.

მოსამართლის თქმით, სასამართლოს გაუჩნდა "გონივრული მოლოდინი", რომ თვითდახმარების მიზნით ფარული ვიდეოს გაკეთების შემდეგ, ნელი დოროყაშვილი წავიდოდა ამერიკაში, პოლციიის განყოფილებაში და წარადგენდა ჩანაწერს.

"ამ ჩანაწერს ის წარადგენს 2 წლის შემდეგ, საქართველოში, სახეზეა დაგვიანებული მიმართვა", - ამბობს მოსამართლე და აგრძელებს:

"ნელი დოროყაშვილი ბრძანებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტუმროს ნომერი დატოვა, ის იყო უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მას ჰქონდა მცდელობა თვითმკვლელობის თუარა, ამის აზრები, თუმცა ამის პარალელურად, ქალბატონი ნელი თვითდახმარებისთვის შექმნილ ფარულ ვიდეო ჩანაწერი არ მიაქვს პოლციიაში და მიდის დაბადების დღეზე. როგორც მან აგვიხსნა ჩვენებაში, ობიექტურად არ უნდა ჰქონოდა ამის უნარი 1-1,5 საათიანი ძალადობის შემდეგ.

ამასთან მოსამართლე საუბრობს იმაზეც, რომ ამ ეპიზოდს არ აქვს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეშია ფოტო, სადაც ნელი დოროყაშვილის თითქმის მთელი სხეული ჩანს და არ ეტყობა დაზიანება:" ჩანს სახე, ყელი, ხელები, აცვია მოკლე ქვედაბოლო, ჩანს თითქმის მთელს რაკურსში მისი კიდურები, თუმცა არც ამ ფოტოზეა ძალადობის კვალი".

მოსამართლე აფასებს ნელი დოროყაშვილის მიერ სასტუმროში გადაღებულ ვიდეოსაც და ამბობს, რომ მასზე "ობიექტური დამკვირვებლის თვალში, აშკარად არ ჩანს ძალადობა".

2019 წლის ეპიზოდები

საქმის ამ ნაწილების განმარტებისას მოსამართლე ისევ იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის დასკვნით სიტყვას დახურული სხდომიდან და ამბობს, რომ ჩოგბურთელის თქმით, ის თავად იყო მსხვერპლი.

"ეჭვიანობდა ნელი დოროყაშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეჭვიანობდა ყველაზე... მიკონტროლებდა მიმოწერებს სოციალურ ქსელში, უნდა მემეგობრა იმ ადამიანებთან, რომელიც მას მოსწონდა", - ცირირებს მოსამართლე ბასილაშვილს.

პირველი აპრილისა და 30 აპრილის ძალადობის ეპიზოდებზე, რაზეც ბასილაშვილს პროკურატურა ედავებოდა, მოსამართლე ამბობს, რომ დაზიანების ამსახველ ფოტოებში არ ჩანს, ვის ეკუთვნის სხეულის ესა თუ ის ნაწილი.

"გვაქვს ფოტო, სადაც ნამდვილად ჩანს ადამიანის კიდური და მასზე აღბეჭდილია სისხლნაჟღენთი, თუმცა არ ჩანს ადამიანის სახე. არცერთ ფოტოში არ ჩანს ადამიანის სახე. აქაც მტკიცებულების სიმცირის გამო სასამართლომ მიიღო გამამართლებელი განაჩენის გადაწყვეტილება".

2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი

ამ ნაწილშიც მოსამართლემ ბასილაშვილის ადვოკატების ვერსია სრულად გაიზიარა და ჩოგბურთელი გაამართლა ეპიზოდზე, რის გამოც ის ორი წლის წინ პოლიციამ დააკავა.

მოსამართლის თქმით, [მეზობლის] ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერში ერთმნიშვნელოვნად არ ჩანს ძალადობა: "არ ჩანს არა იმის გამო, რომ ლოკაცია იყო სხვა, ლოკაცია იგივეა, თუმცა არ ჩანს ძალადობა".

მოსამართლე ასევე აღნიშნავს, რომ ნელი დოროყაშვილმა 112-ში დარეკვის დროს პოლიცია მოითხოვა და არა სასწრაფოს ექიმები: "ოპერატორი ეუბნება, ხომ არ გჭირდებათ სასწრაფო დახმარება? ნელი დოროყაშვილი ამბობს, რომ მას არ სჭირდება, არადა იგი ბრძანებს, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა".

მოსამართლემ მოიშველია სასწრაფო დამხმარების ექიმის ჩვენებაც, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილად ჰქონდა ნელი დოროყაშვილს მკლავის არეში დაზიანება, თუმცა ეს იყო ექსკორიაცია [კანის ზედაპირული დაზიანება]. "ამის შემდეგ ტარდება ექსპერტიზა და ექსპერტი გვეუბნება, რომ ექსკორიაცია ვერ ნახეს და ნახეს სისხლნაჟღენთი, ხოლოდ ექსკორიაცია ვერცერთ შემთხვევაში ვერ გარდაიქმნებოდა სისხლნაჟღენთად".

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვისას თქვა, რომ გაუქმდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინება, კერძოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. ხოლო გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში დაუბრუნდება თანხა.

"ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Премьер Армении обсудит с Путиным вопросы безопасности в закрытом режиме

Подмосковные поисковики помогли перезахоронить 800 бойцов Великой Отечественной войны

Концерт для ветеранов к 9 Мая прошел в театре «Наш Дом» в Химках

В Тамбовской и Липецкой областях ввели режим ЧС в сельском хозяйстве

Музыкальные новости

«Гранд Сервис Экспресс» назначил дополнительные поезда в Крым

Концерт "Две музы"

5 фактов, которые необходимо знать о СЭЙН и Wimmortal и их релизе «Старик и воля».

РБК: в Москве нашли мертвым экс-председателя совета директоров «Норникеля»

Новости России

На берегу Кольского залива в Мурманске по концессионному соглашению построят акватермальный комплекс

Никол, ты не прав // Лидеры ЕАЭС весь день проговорили в Кремле

Стилисты раскритиковали наряды присутствующих на инаугурации президента РФ

Пашинян указал на заинтересованность Еревана в сотрудничестве с ЕАЭС

Экология в России и мире

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Осторожно, токсично: Доктор Кутушов рассказал о вреде красителей для яиц

Мы помним, мы гордимся: «585*ЗОЛОТОЙ» представила проект «Книга памяти» с историями из семейных архивов сотрудников

Галина Янко: главные традиции и приметы Пасхи

Спорт в России и мире

Определился соперник Надаля в первом круге «Мастерса» в Риме

Двенадцать казахстанских теннисистов поднялись в рейтинге ATP

Рублев о победе на "Мастерсе" в Мадриде: у меня нет слов

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид

Moscow.media

"Русские должны извиниться!": Таджики в гневе из-за запрета "тусить" в России

Одна из целей неофашистского Азербайджана - уничтожение Христианства

Росгвардия приняла участие в обеспечении безопасности при проведении футбольных матчей в Москве

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?











Топ новостей на этот час

Rss.plus






Стилисты раскритиковали наряды присутствующих на инаугурации президента РФ

Премьер Армении обсудит с Путиным вопросы безопасности в закрытом режиме

Великобритания выслала российского военного атташе. В российском МИД обещают дать «адекватный ответ»

Фестиваль «Московская весна» приглашает детей на мастер-классы