საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გასამართ კონცერტებზე, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.
"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება... შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება", - წერია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის კანცელარიაში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და "ბლექ სი არენას" დირექტორი ტატო ხარჩილავა.