ყველაზე ჯანსაღი საუზმე, ასე იცნობენ მსოფლიოში შვრიის ფაფას. იგი ძალიან პოპულარული და სასარგებლო საკვებია.
სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით შვრიის მარცვლებით მომზადებულ პუდინგებს და დესერტებს. მდიდარია ანტიოქსიტანდებით და მინარალებით. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, კალციუმს და ვიტამინ B6-ს. აგრეთვე მაგნიუმს, რომელიც აუცილებელია ბიოქიმიური რეაქციების, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.
შვრია ასევე ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და სასურველი წონის შენარჩუნებას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და გულის დაავადებების რისკს. ძალიან კარგია კანის ჯანმრთელობისთვის.
მისი მომზადება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. შეგიძლიათ მოამზადოთ შვრიის ფაფა და დაუმატოთ სასურველი ინგრედიენტები. შეურიოთ ხილი, ჩირი, თაფლი, შოკოლადი ან მისი ფანტელებისგნ გამოაცხოთ დესერტები.
წყარო/ფოტო: Health Line